ჭეშმარიტება - ციტატები, გამონათქვამები
ჭეშმარიტება - ციტატები, გამონათქვამები ჭეშმარიტება, გამონათქვამები, ციტატები
145. საგანთა ცოდნა მცნებათა აღსრულების შესაბამისად შეგვეძინება, ხოლო ჭეშმარიტების შემეცნება – თანაშეზომილად ქრისტესადმი სასოებისა.
ვისაც ნაცვლად ჭეშმარიტებისა უყვარს სიცრუე, მას უყვარს არა ღმერთი, არამედ იგი, რომელი არის მამა სიცრუისა, ესე იგი, სული უკეთურებისა.
როგორც ღრუბლებიდან ელვა გამობრწყინდება, ასევე ლოცვიდან - ჭეშმარიტებისა და გონიერების ნათელი.
1151. როგორ შეიმეცნება და განეფინება საღმრთო გამოცხადება წმინდა გადმოცემის მეშვეობით?
მზაკვრობა არის ხელოვნება, ან უკეთ რომ ვთქვათ, ეშმაკეული სისაძაგლე, რომელიც შორსაა ჭეშმარიტებისაგან
109. ჭეშმარიტების არმცოდნეს არც ჭეშმარიტად რწმენა ძალუძს, რადგან ცოდნა ბუნებითად წინ უძღვის რწმენას.
სახარების კითხვისას ნუ ეძიებ ტკბობას, აღტაცებას, ბრწყინვალე აზრებს: ეძიე შეუცდომლად დაინახო წმიდა ჭეშმარიტება.
ჭეშმარიტებაა, რომ წარმავალი მწუხარების დათმენით ქრისტიანები მომავალ საუკუნო სიხარულსა და განსვენებას შეიძენენ.
ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტების შემეცნების ხარისხი ყოველთვის ჩვენი ღვთივსათნო ცხოვრების წარმატებებს შეესაბამება.