წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
სამწუხაროდ არიან მრავალნი ერისაგანნი პირნი, რომელთ ფრიად უყვართ გამტყუნება, დაწუნება და განკითხვა სამღვდელო პირთა. მართალია, ძმანო ჩემნო, რომელ სამღველოთა პირთაგანნიცა არიან დასაწუნებელნი და გასამტყუნებელნი, გარნა ძმაო, როდესაც ნახავ ესრეთსა მღვდელსა, მაშინ შენ უნდა შესწუხდე და თითქმის უნდა სტიროდე მისთვის, რომელ ეს არის დიდი უბედურება და სირცხვილი. ნაცვლად ამისა შენ ხმამაღლა განიკითხავ მრთელსა სასულიერო წოდებასა. შენ არა თუ არ სწუხხარ, არამედ თითქოს გიხარია და თითქოს შენს თავს ამართლებ მღვდლის სიცუდითა.
თემა: განკითხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ჩვენი სულიერი წარმატება და განათლება მოითხოვს, რომ დიდი ერთობა და მინდობილობა იყოს სასულიერო და საერო წოდებათა შორის, ანუ მღვდელთა და ერთა შორის.
თემა: ერთობა, ერთსულოვნებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
პავლე მოციქული, ეპისტოლესა შინა თვისსა ეფესელთა მიმართ, ქრისტიანულს საზოგადოებასა დაამსგავსებს კაცის სხეულს. როგორადაც კაცის სხეულში არის მრავალნი ასონი, გარნა ისინი შეადგენენ ერთსა სხეულსა. როდესაც ერთი რომელიმე ასო ასტკივდება კაცს, მაშინ მრთელი კაცის სხეული ავად არის; როდესაც რომელიმე ასო არის დიდებული, მაშინ მრთელი კაცის სხეული არის გახარებული. სწორედ ამისი მსგავსი ერთობა უნდა იყოს ქრისტიანეთა შორის.
თემა: ერთობა, ერთსულოვნებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
შენი მოყვასი ის კი არ არის, ძმაო, რომელიც გეფერება და დაგიახლოვდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ ხარ ბედნიერი და კმაყოფილი, როდესაც შენ არ გეჭირვება მისი შემწეობა, არამედ მას სურს შენგან სარგებლობა. კეთილი და ქრისტიანული მოყვასი გამოგიჩნდება ჟამსა უბედურებისასა. მაშინ მოგიახლოვდება იგი, მაშინ გეფერება, მაშინ განუგეშებს.
თემა: მოყვასიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ჩვენ ხშირად შევცდებით მისთვის, რომ არ განვიცდით გულსა და ხასიათსა კაცისასა, არამედ მივხედავთ მხოლოდ მისსა გარემოებასა და ლაპარაკსა. ზოგიერთის კაცის გარეშეობა და ლაპარაკი სრულად არ ეთანხმება შინაგანსა მისსა ხასიათსა. ზოგი კაცი ყოველთვის ღიმილით და ტკბილად გელაპარაკება შენ, გულში შეგიძვრება, გეფერება, ვითარცა მელა; შენ ჰფიქრობ: რა კეთილი კაცი არისო, უთუოდ მაგას ჩემი სიკეთე უნდაო; გარნა ხშირად მოგატყუებს მწარედ და როდესაც დაგჭირდება მართლა მისი მოყვრობა, მაშინ გამოსჩნდება, რომ იგი სტყუოდა. სხვა კაცი სხვა ხასიათისა არის: გარეშეობა მისი შენ გეჩვენება სასტიკად; ბევრი ლაპარაკი მას არ უყვარს, პირში არ გაქებს შენ იგი, რაც გინდა ღირსი და კეთილი კაცი იყო, ხშირად გაგაჯავრებს ფიცხელითა სიტყვითა, პირდაპირ გეტყვის იგი შენსა სიცუდესა, გარნა პირიქით, იგი შენზედ ცუდს არაფერს იტყის, არამედ ჰცდილობს, რომ გაგამართლოს და შეგინდოს შენი ნაკლულოვანება. შენ ხშირად გგონია, რომ იგი არის ცუდი ხასიათის კაცი, მას შენ სძულხარ და შენი სიკეთე არ უნდა; გარნა როდესაც მოვა ჟამი და დრო, მაშინ შეიტყობ, რომ მას უყვარხარ შენ, იგი არის შენი მეგობარი, მას შეუძლიან შემწეობა შენი.
ღმერთი არის უხილავი, კაცს არ უნახავს იგი; გარნა უკეთუ ჩვენ გვიყვარს ურთიერთი, მაშინ ღმერთი ჩვენს შორის არს.
თემა: სიყვარულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სიყვარული არს ნიჭი ღვთისა, თვით იგი არს ჩვენი მასწავლებელი და განმანათლებელი, და რომელიცა ჰგრძნობს გულსა შინა თვისსა ესრეთსა სიყვარულსა, იგი მხოლოდ იცნობს ღმერთსა.
თემა: სიყვარულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ვისაც ნაცვლად ჭეშმარიტებისა უყვარს სიცრუე, მას უყვარს არა ღმერთი, არამედ იგი, რომელი არის მამა სიცრუისა, ესე იგი, სული უკეთურებისა.
თემა: სიცრუე, ჭეშმარიტება, ეშმაკი, ჭეშმარიტება და სიცრუეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი