წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ღმერთი მისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენ, რომელ მან პირველად შეგვიყვარა ჩვენ; ღმერთმან ჩვენ მოგვცა უმჯობესი და უმაღლესი ბუნება, ვიდრე სხვათა ქმნილებათა თვისთა; ჩვენ შეგვამკო მსგავსებითა და ხატებითა თვისითა, ჩაგვაბარა ყოველი ქვეყანა. თუმცა ვსცოდეთ, არა სრულიად დაგვივიწყა, არამედ იხმარა ურიცხვნი ღვთაებრივნი ღონისძიებანი, რათა აღადგინოს ჩვენს შორის ხატი თვისი და ბოლოს, ყოველი თვისი ქველისმოქმედება ჩვენდამო დააგვირგვინა მით, რომელ გარდამოავლინა მხოლოდშობილი ძე თვისი აღსადგინებელად კაცობრივისა ნათესავისა.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
რისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენ ღმერთი? მისთვის, რომელ ღმერთი არის უმჯობესი, უმშვენიერესი და უსანატრელესი არსება და ერთი მხოლოდ ღირსი სრულისა ჩვენისა სიყვარულისა. ხოლო ღმერთი შეიცავს თვის შორის ყოველთა უმაღლესთა თვისებათა, რომელთა ძალუძსთ დაკმაყოფილება ჩვენის გულის სურვილისა. გული კაცისა ეძიებს მარადის უმჯობესსა საგანსა სიყვარულისასა; გარნა ვერცა ერთი რომელიმე სხვა საგანი ვერ შეავსებს წყურვილსა მისისა სიყვარულისასა. გონება ანუ ჭკუა კაცისა მარადის მეძიებელი სიბრძნისა და ჭეშმარიტებისა, მხოლოდ ღვთის შორის ჰპოვებს სრულსა და უმაღლესსა ჭეშმარიტებასა; სული კაცისა, რომელსა შინა ღმერთმან დანერგა მისწრაფება უმაღლესისა ბედნიერებისადმი, მხოლოდ ღვთის შორის ნაჰხავს ნეტარებასა და განსვენებასა თვისსა.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
როდესაც ჩვენ ვგრძნობთ რომელსამე ქვეყნიერსა სიყვარულსა, მაშინ ადვილად შევიტყობთ ამას. ვსთქვათ მაგალითებრ, მე მიყვარს ერთი ვინმე კაცი. ამას ნამდვილად შევიტყობთ მით, რომელ მიხარიან, როდესც ვხედავ იმ კაცს, მსურს, რომ იგი ყოველთვის ჩემთან იყოს; როდესაც იგი ჩემთან არის, მაშინ ბედნიერი ვარ, უკეთუ იგი ჩემთან არ არის, მოწყენილი ვარ და ხშირად ვფიქრობ იმაზედ. სწორედ ეგრეთივე უნდა იყოს სიყვარული ჩვენი ღვთისადმი.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
აჰა, ვითარ არს სიყვარული ღვთისა ჩვენდამი. ჩვენ გამოგვიხსნა მან მაშინ, ოდეს ჩვენ ვიყავით მისი მტერნი და მოძულენი; ხოლო რას გვთხოვს ჩვენ მაცხოვარი ნაცვლად ამა ყოველთა? გვთხოვს მხოლოდ იმას, რათა გვქონდეს ჩვენ ურიერთარს სიყვარული და ერთობა. ამას მოითხოვს ჩვენისა ბედნიერებისათვის და არა თავისა თვისისათვის. ვისაც სურს აღსრულება მისისა მცნებისა, იმას ყოველთვის ახსოვს, რომელ ყოველი კაცი არის მისი მოყვასი, ხოლო უმეტესად კაცი გაჭირვებული და უბედური.
მოწყალე სამარიტელი (შდრ. ლუკა 10. 30) ნიშნავს თვით უფალსა ჩვენსა და მაცხოვარსა. ხოლო კაცი იგი დაჭრილი და გზასა ზედა მიგდებული ნიშნავს მრთელსა კაცობრივსა ნათესავსა. მდგომარეობა კაცობრივისა ნათესავისა, უწინარეს მაცხოვრის სოფლად მოსვლისა იყო ნამდვილ მსგავსი იმ კაცისა, რომელი ავაზაკთაგან იქმნა შეპყრობილ და დაწყლულებულ. კაცი იყო ჩავარდნილი ხელსა შინა სულიერთა ავაზათა, რომელნი არიან ეშმაკნი და ყოველნი ნაყოფნი ეშმაკისანი: ცოდვა, ვნება, ხრწნილება სულიერი და სიკვდილი. ამა ურიცხვთა მტერთა ესოდენ სტანჯეს, დაჭრეს და ავნეს კაცი, რომელ იგი კნინღა იყო ცოცხალ; ხოლო შემწე და მკურნალი არავინ ჰყავდა მას. და აჰა, ესერა მოვიდა ქვეყანად სამარიტელი მოწყალე უფალი იესო; იგი მიეახლა დავრდომილსა მას, შეუხვია მისი წყლულებანი, სცხო მას ზეთი სიტყვისა და ნუგეშისცემისა, რათა დაულბოს სიმწარე მისთა წყლულებათა. მან დაასხა მას ღვინო ქადაგებისა და მადლისა თვისისა, რათა განამტკიცოს დაღონებული და დასუსტებული ცოდვათა და სულიერთა სალმობათაგან გული მისი. ესრედ გვიყო ჩვენ მოწყალემან სამარიტელმან: იგი მოვიდა ჩვენდა განსანათლებლად და განსაკურნებლად, თუმცა ჩვენ არ ვიყავით ღირსნი მისისა მოწყალებისა
თემა: ღვთის განკაცებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სულიერი ნათესაობა უდიდესი არს, ვიდრე ხორციელი. ძმა და მოყვასი მხოლოდ ხორციელად არს შენთან შეკავშირებული, ხოლო ღმერთმან სულიერად ყოველი კაცი შეაერთა და ყოველნი გვყო მოყვარედ და ძმად თავსა თვისსა შორის.
თემა: მოყვასიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ჭეშმარიტ სიყვარულს ის თვისება აქვს, რომ იგი გულსა კაცისასა გაავრცელებს, სულგრძელ ჰყოფს და განსდევნის მისგან ყოველსა სიძულვილსა და შურსა.
თემა: სიყვარულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სარწმუნოება ცხოველი ასწავლის და ჰმართავს სურვილსა, ანუ ნებასა კაცისასა, იგი ჰმართავს ყოფაქცევასა და მოქმედებასა კაცისასა, ჰზრდის სულსა, აკეთებს და აუმჯობესებს მისსა ხასიათსა. ჰკურნებს სულიერთა ვნებათა კაცისათა.
თემა: რწმენაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი