წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ყოველთა შევსცოდეთ ღმერთსა და განვამწარეთ მამა ჩვენი ზეციერი; ყოველთა გვმართებს მონანება ცოდვათა და შერიგება ღვთისა თანა ლოცვითა და კეთილითა ყოფა ქცევითა. ნუ დავიძინებთ ცოდვათა შინა, რათა არა უკანასკნელადმდე დაგვივიწყოს ღმერთმა და მიაქციოს ჩვენგან პირი თვისი.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ყოველმან კაცმან შეიყვარეთ სიმართლე და განანათლეთ გული და სული თვისი სიტყვითა ღვთისათა; გახსოვდეთ სიტყვა იგი მაცხოვრისა: „ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყვა ღვთისა და დაიმარხონ იგი“.
თემა: სახარების კითხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ძმანო ქრისტიანენო, სიტყვა ღვთისა გვყოფს ნეტარად, უკეთუ ვისმენთ და აღვასრულებთ მას. სიტყვა ღვთსა, ანუ საღმრთო წერილი პირველად განანათლებს გონებასა და გულსა კაცისაას და მეორედ გამართავს და შეამკობს მისსა მოქმედებასა
თემა: ბიბლიაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
კაცი, მოკლებული ხასიათისა სიმტკიცესა, ვერ მიიყვანს ბოლომდე ვერცა ერთსა უმცირესსა საქმესა, ხოლო უმეტესად მტკიცე ხასიათი არის საჭირო ქრისტიანისათვის თვისის სჯულის აღსრულებასა შინა. ქრისტეს სჯულის აღსრულება მოითხოვს დიდსა სიმტკიცესა. ქრისტიანული ცხოვრება ამ ქვეყანაზე არის ერთი მხოლოდ დაუსრულებელი ბრძოლა და ჭიდაობა. ამ ბრძოლასა შინა გამარჯვებული იქნება მხოლოდ ის, რომელსა აქვს მტკიცე ხასიათი. ხოლო სუსტნი და დაუდგრომელნი ხასიათითა იქნებიან ძლეულნი და დამარცხებულნი.
თემა: სიმტკიცეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ძმანო, დიდი უბედურებაა, როდესაც კაცი არის მოკლებული ხასიათის სიმტკიცესა; რა საცოდავი და რა საბრალო არის ის კაცი, რომელსა აქვს ხასიათი დაუდგრომელი, უღონო. ესეთი კაცი, თუ გინდ მას ჰქონდეს დიდი ჭკუა და განათლება, ამასთანავე გულიცა ჰქონდეს კეთილი და სძულდეს ყოველი უმართლო და ბოროტი საქმე, ვერასოდეს ვერ აღასრულებს ვერცა ერთსა კეთილსა საქმესა; იგი უთუოდ შთავარდება ხელთა შინა ერთისა რომლისამე ბოროტისა კაცისასა, რომელსა აქვს იმაზე უმტკიცესი ხასიათი და შეიქმნება მისი სათამაშო.
თემა: სიმტკიცეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ვითარი ხასიათი და ყოფაქცევა ჰქონდა ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა? ამას მოკლე სიტყვითა ვერ გამოჰხატავს ენა კაცისა. მრთელი დიდი წიგნი რომ აღავსოს კაცმა წერილითა, მაშინაც სავსებით ვერ გამოჰხატავს მისთა თვისებათა და ცხოვრებასა. მხოლოდ, ოდეს წარმოიდგენს კაცი მისსა ღვთაებრივსა სახესა, მაშინ იფიქრებს: აი, როგორი უნდა იყოს ყოველი ქრისტიანი ქალი, და ვის უნდა დაემსგავსოს შეძლებისამებრ და მადლისა მიცემულისა მისდამი. აჰა, ვის უნდა ემზგავსებოდეს ქალწულნი; აჰა, ვის უნდა ჰხედვიდენ დედანი.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეიყვარებს, მოწყალე ექმნება და მეგობარი შეიქმნება მხოლოდ მათ კაცთათვის, რომელსა აქვსთ ანუ რომელნი სცდილობენ, რომ ჰქონდესთ რაოდენიმე მზგავსება, ერთობა და ზიარება მასთან; ესე იგი, იმისი ჰაზრისა, ხასიათისა, და ყოფაქცევისა.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ვიცით ჩვენ, რომ ამ ქვეყანაზე სიყვარული და მეგობრობა დაფუძვნებულ არს მზგავსებასა, თანხმობასა და ერთობასა ზედა ჭკუისა, ჰაზრისა და ხასიათისასა. ოდეს ჰხედავ მეგობრობასა და სიყვარულსა შორის ორთა კაცთასა, უწყოდე, რომ იმ ორს კაცს აქვს მზგავსება გულისა და სულისა.
თემა: სიყვარული, მეგობრობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მე ესრეთ ვგონებ, რომ გრძნობა სიყვარულისა და შეწყალებისა ერთნაირია, ვითარცა აქ, ამ სოფელში, ეგრეთვე გულსა შინა ზეცად გარდასრულთა კაცთასა.
თემა: სიყვარულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი