იესოს ლოცვის აღსრულების დროს დაუშვებელია ასეთი რამის წარმოსახვა, რამაც შეიძლება ადგილი დაიკავოს გონებასა და უფალს შორის. წარმოთქმული სიტყვები იმდენად არსებითი არაა, რამეთუ ისინი საშუალებებია. მთავარია გულში ღვთის წინაშე გონებით დგ...
იხილეთ სრულად
იესოს ლოცვის აღსრულების დროს დაუშვებელია ასეთი რამის წარმოსახვა, რამაც შეიძლება ადგილი დაიკავოს გონებასა და უფალს შორის. წარმოთქმული სიტყვები იმდენად არსებითი არაა, რამეთუ ისინი საშუალებებია. მთავარია გულში ღვთის წინაშე გონებით დგომა. ესაა გონიერო ლოცვა და არა სიტყვები. აქაც ასეთივე დანიშნულება აქვს, როგორც სხვა ლოცვებში. გონებით ლოცვა კი ისეთ სვლას გულისხმობს ღვთის წინაშე, როდესაც ცნობიერება ურყევადაა დარწმუნებული, რომ ღმერთი ყველგანაა და ჩვენში...
როცა ეშმაკი ნახავს, რომ გონებამ გულით ილოცა, მაშინ უდიდეს და ვერაგულად დახლართულ ცდუნებებს მიმართავს და სურს, დიდი თავდასხმებით გაანადგუროს მცირე სათნოებები.
როგორც ძლიერი ქარი გაფანტავს მტვერს, ასევე ჩვენი უბოროტესი მტერიც – ეშმაკიც უმალ გაიდევნება და გაცამტვერდება, როცა ღმერთის დიდებისმეტყველებას ვღაღადებთ, ლოცვა–ვედრებით ვდგავართ მის წინაშე და წრფელი სინანულის ცრემლთაც დავღვრით.
არასოდეს ჩავთვალოთ რაიმე სულიერი საქმიანობა მიღწეულად, მითუმეტეს ლოცვა; ყოველთვის ისე ვიქცეოდეთ, თითქოს პირველად ვიწყებთ ლოცვის აღსრულებას. რაც პირველად სრულდება, მასზე პირველქმნილივე გულმოდგინება იხარჯება. თუ ლოცვად მისვლისას ისე...
იხილეთ სრულად
არასოდეს ჩავთვალოთ რაიმე სულიერი საქმიანობა მიღწეულად, მითუმეტეს ლოცვა; ყოველთვის ისე ვიქცეოდეთ, თითქოს პირველად ვიწყებთ ლოცვის აღსრულებას. რაც პირველად სრულდება, მასზე პირველქმნილივე გულმოდგინება იხარჯება. თუ ლოცვად მისვლისას ისე განეწყობით, რომ თითქოს არასოდეს გილოციათ ისე, როგორც საჭიროა და მხოლოდ ახლა პირველად გინდათ ილოცოთ, მაშინ მას პირვანდელი გულმოდგინებით აღასრულებთ და კეთილ ნაყოფსაც მოიმკით.
აზრების დადუმების უნარს ღმერთი გვანიჭებს, მაგრამ ეს ძღვენი არ გვეძლევა გაძლიერებული შრომის გარეშე. შრომითაც ვერაფერს გახდებით და ღმერთიც არაფერს მოგცემთ, თუ შრომა ყოვლისმომცველი არ იქნება, ეს შეუცვლელი კანონია.
ლოცვა, რომლის აღსრულებასაც თან სდევს სიტყვების გააზრება, მაინც ითვლება ლოცვად. ოღონდ ცალ ფეხს ეყრდმობა და კოჭლობს. ლოცვა აღარ იწოდება ლოცვად, როდესაც ყურადღება ლოცვის სიტყვებს სწყდება... ხოლო, როცა გონება ცდილობს ლოცვისადმი ყურადღ...
იხილეთ სრულად
ლოცვა, რომლის აღსრულებასაც თან სდევს სიტყვების გააზრება, მაინც ითვლება ლოცვად. ოღონდ ცალ ფეხს ეყრდმობა და კოჭლობს. ლოცვა აღარ იწოდება ლოცვად, როდესაც ყურადღება ლოცვის სიტყვებს სწყდება... ხოლო, როცა გონება ცდილობს ლოცვისადმი ყურადღებას, ასეთი ლოცვა არაა დამაკმაყოფილებელი. გრძნობა მოვა... მაგრამ თავის იძულებაა ამისთვის საჭირო.
იესოს ლოცვა მარტივად აღესრულება: საჭიროა ყურადღებით გულში ღვთის წინაშე დადგომა და ვედრება: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" საქმე სიტყვებში არაა, არამედ რწმენაში, შემუსვრილობასა და საკუთარი ნების უარყოფაში. ასეთი გ...
იხილეთ სრულად
იესოს ლოცვა მარტივად აღესრულება: საჭიროა ყურადღებით გულში ღვთის წინაშე დადგომა და ვედრება: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" საქმე სიტყვებში არაა, არამედ რწმენაში, შემუსვრილობასა და საკუთარი ნების უარყოფაში. ასეთი გრძნობებით ღმერთს შეიძლება სიტყვების გარეშეც წარვუდგეთ... და ეს იქნება ლოცვა.
ღვთის შემეცნებას შეიძლება იესოს ლოცვა შეენაცვლოს, მაგრამ არის კი ამის აუცილებლობა? მათი არსი ერთი და იგივეას. ღმერთზე ფიქრი ნიშნავს ფიქრებში ჭეშმარიტების რომელიმე საკითხის შეკავებას, როგორიცაა: განკაცება, ჯვარცმა, აღდგომა, ყველგან...
იხილეთ სრულად
ღვთის შემეცნებას შეიძლება იესოს ლოცვა შეენაცვლოს, მაგრამ არის კი ამის აუცილებლობა? მათი არსი ერთი და იგივეას. ღმერთზე ფიქრი ნიშნავს ფიქრებში ჭეშმარიტების რომელიმე საკითხის შეკავებას, როგორიცაა: განკაცება, ჯვარცმა, აღდგომა, ყველგანმყოფობა და სხვა, აზრების ყოველგვარი დინების გარეშე.
ლოცვა - "უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" - არის სიტყვიერი ლოცვა, როგორც სხვა ყველა. მასში განსაკუთრებული არაფერია, მთელ ძალას იღებს იმის მიხედვით, თუ როგორი განწყობით აღესრულება იგი.
ყველა ის საშუალება, რომლის ...
იხილეთ სრულად
ლოცვა - "უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" - არის სიტყვიერი ლოცვა, როგორც სხვა ყველა. მასში განსაკუთრებული არაფერია, მთელ ძალას იღებს იმის მიხედვით, თუ როგორი განწყობით აღესრულება იგი.
ყველა ის საშუალება, რომლის შესახებაც წერენ (ჯდომა, მოხრილობა)... ასევე ლოცვის მხატვრული აღსრულებაა, ყველას არ წაადგება და პირადი მასწავლებლის გარეშე საშიშია. კარგი იქნება, თუ ყველაფერს არ შევეჭიდებით. ერთი მეთოდი კი საყოველთაოა: "ყურადღებით ვიდგეთ გულში...