სულიერი გამოღვიძება - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი გამოღვიძება - ციტატები, გამონათქვამები სულიერი გამოღვიძება, წიგნი, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

მაშფოთებს გამეფებული გულგრილობა. რაღაც მზადდება. ჩვენ წესიერად ჯერაც ვერ გავიგეთ, რა დროში ვცხოვრობთ, არ იცით, რომ მოვკვდებით. რა გამოვა ყოველივე ამისგან, არ ვიცი, მდგომარეობა ძალზედ რთულია. სამყაოს ბედი რამოდენიმე ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ უფალი ჯერ კიდევ ამუხრუჭებს. ჩვენ ბევრი და ტკივილით ლოცვა გვმართებს, რათა უფალო ჩაერთოს იმაში რაც ხდება. გულმხურვალედ მოვეკიდოთ ამას და სულიერად ვიცხოვროდ. ძალიან რთული დროა. უამრავი ფერფლი, ნაგავი, გულგრილობაა ირგვლივ და იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაფანტოს, საჭიროა, ძლიერად დაუბეროს. მოხუცები ამბობდნენ, რომ დრო მოვა, როდესაც ადამიანები დაიწყებენ წიხლების კვრას! და აი, ანგრევენ გალავნებს, არაფერს უწევენ ანგარიშს. საშინელებაა! დადგა ბაბილონის აღრევის ხანა! წაიკიტხეთ სამი ყრმის ლოცვა და დაინახავთ, როგორი თავმდაბლობით ლოცულბდნენ ისინი. და 82-ე ფსალმუნი : "ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ, ნუ დასდუმნები". აი, ესაა საჭირო, სხვანაირად კარგს არაფერს ელოდე. საჭიროა, საღვთო ჩარევა! მაშფოთებს გამეფებული გულგრილობა. რაღაც

იცი, ცხოველებს არ შეუძლიათ დიდი ბოროტების ჩადენა, რადგან არ აქვთ გონება, მაშინ, როცა ადამიანი დაშორდა უფალს, იგი უდიდეს მხეცზე უარესიც კი ხდება! იგი დიდ ბოროტებას ჩადის. ძლიერი ძმარი ამჟავებული ღვინისაგან კეთდება; ძმრის სხვა, ხელოვნური სახეები არც ისე ძლიერია. საშინელებაა, როდესაც ეშმაკი გარყვნილ ადამიანს შეეკვრება, მაშინ იგი ორმაგად ვნებს სხვებს, ისევე, როგორც ხორციელი ფიქრები, როდესაც ისინი ხორცს უერთდებიან, დიდად ვნებენ მას. იმისათვის, რომ ეშმაკი ასეთ ადამიანთან თანამშრომლობდეს, კაცი იმედს მასზე უნდა ამყარებდეს. ეს ადამიანი თავად უნდა ანიჭებდეს უპირატესობას ბოროტებას, თავად უნდა ფლობდეს მას შინაგანად. იცი, ცხოველებს არ შეუძლიათ დიდი ბოროტების

მინდა ხაზი გავუსვა, სანამდე მივიდა გულგრილობა. წადი რომელიმე სკოლაში და, მაგალითად, ნახავ თუ ფანჯრები ღიაა და სარკმელს ქარი აბრახუნებს, მაშინ დიდი საქმეა, რომ ბავშვი მოძებნო და დახურო ისინი, რომ მინები არ დაიმსხვრეს. ადამიანები დოყლაპიებივით დგანან, უყურებენ, როგორ ბრუხუნებს ფანჯრები, გვერდით ისე გაუვლიან, თითქოს არაფერი ხდებოდეს. სულერთია! მინდა ხაზი გავუსვა, სანამდე მივიდა

თუ ქრისტიანები აღმსარებელნი არ გახდებიან, არ აღუდგებიან წინ ბოროტებას, მაშინ დამაქცეველნი უფრო მეტად გათავხედდებიან. თუ ქრისტიანები წინააღმდეგობას გაუწევენ მათ, მაშინ შეიძლება, ისინი კიდევაც დაფიქრდნენ. მაგრამ არც ახლანდელი ქრისტიანები არიან მებრძოლნი. პირველი ქრისტიანები კერკეტი კაკლები იყვნენ; მათ მთელი მსოფლიო შეცვალეს. თუ ქრისტიანები აღმსარებელნი არ გახდებიან

ქრისტიანის ყოფნა საპროტესტო მოძრაოობის დროს, რწმენის აღმსარებლობაა. შესაძლოა ვიღაც მეტად დაეხმარებოდა ლოცვით, მაგრამ მის დუმილს გამოიყენებენ და იტყვიან: "მავანმა და მავანმა არ გამოხატა პროტესტი, შესაბამისად, იგი ჩვენს მხარესაა, ისინი გვეთანხმებიან. თუ ვინმე ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას არ იწყებს ე.ი არ დაიწყებს იმის მხილებას, ვინც მორწმუნეებს აცდუნებს, ბოროტება კიდევ უფრო გაიზარდა. ვინც ებრძვის ეკლესიას გაუჭირდება. ეს ადამიანები სასჯელს იმსახურებენ. ქრისტიანის ყოფნა საპროტესტო მოძრაოობის დროს

ღვთისმგმობელ ფილმებს იმიტომ უჩვენებენ, რომ ქრისტე შეურაცყონ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თქვან: "შეხედეთ, როგორი იყო ქრისტე! მესია მოვა ახლა!" და შემდეგ გამოაჩენენ თავიანთ " მესიას ". აქეთკენ მიჰყავთ მათ საქმე ღვთისმგმობელ ფილმებს იმიტომ უჩვენებენ, რომ

დღეს ხალხზე დადებით ზეგავლენას მოახდენს ჩვენი საკუთარი ქრისტიანული მაგალითი და ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. ქრისტიანები სულიერი მამაცობითა და ღირსეულობით, თავგანწირვით უნდა გამოირჩეოდნენ. ამიტომ ვეუბნები ერისკაცებს: "გიყვარდეთ ქრისტე, გქონდეთ თავმდაბლობა, აღასრულეთ თქვენი ვალი და ქრისტე განაცხადებს თქვენ კეთილ საქმეებს ხალხში." დღეს ხალხზე დადებით ზეგავლენას მოახდენს ჩვენი

დღეს უფალი ითმენს, იმას რაც ხდება. ითმენს იმისთვის, რომ ბოროტ ადამიანს არ შეეძლოს გამართლება. ზოგიერთ შემთხვევაში უფალი ერევა კიდეც - თავად და დაუყონებლივ! სხვა შემთხვევებში იგი იცდის და მაშინვე არ აჩვენებს გამოსავალს. იგი ელის ადამიანისგან თავმდაბლობას, ლოცვას, ბრძოლას. დღეს უფალი ითმენს, იმას რაც ხდება. იმისთვის

არიან ერთგვარი ეგოიზმით შეპყრობილი ადამიანები და უფალი უბიძგებს მათ, რომ ქცევით შეიცვალნონ. სხვა ადამიანებს ოგოიზმი ცოტა უფრო მეტად აქვთ, და უფალი მათ კეფაში უბიძგებს, რათა კიდევ უფრო დაბლა დაეშვან. თუმცაღა მათ, ვისაც სატანური სიამაყე აქვს, უფალი არ ეხება. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ეს ადამიანები ჰყვავიან, მაგრამ რა აყვავებაა ეს? ეს შავი აყვავებაა. და შემდეგ ისინი ეცემიან არა უბრალოდ დაბლა, არამედ პირდაპირ უფსკრულში, ღმერთო დაგვიფარე! არიან ერთგვარი ეგოიზმით შეპყრობილი ადამიანები

როდესაც სულიერი ადამიანი აღშფოთებული მიილტვის, დაიცვას საკუთარი თავი რაიმე პირად საკითხთან დაკავშირებით, ეს მთლიანად ეგოისტურია, ეს ეშმაკის მოქმედებაა. ასეთი ადამიანი გარედანვე ემორჩილება ეშმაკის ზემოქმედებას. თუ ვინმეს აწყენინებენ ან ვინმეს დასცინიან, მას უნდა იცავდნენ სხვები; სამართლიანობის გამო დაიცვან და არა პირადი სარგებლობისთვის. როდესაც სულიერი ადამიანი აღშფოთებული

სულიერი გამოღვიძება, წიგნი, ციტატები

1