ზეცა - ციტატები, გამონათქვამები

ზეცა - ციტატები, გამონათქვამები ზეცა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სულის გონიერი თვალი ყოველთვის ზეცისკენ გქონდეს მიპყრობილი, საიდანაც შეწევნა მოვა. სულის გონიერი თვალი ყოველთვის ზეცისკენ

ზეცაში, შვილო, ადამიანის განღმრთობა ხდება. იქ უფალი ღმერთი ყოველგვარ ცრემლს, ურვას, ტკივილსა და სულთქმას მოგვაცილებს, რადგან ზეცა ანგელოზებრივი მოქალაქეობის საუფლოა, სადაც ძირითადი საქმე სულიერ ჰიმნთა გალობაა! ზეცაში, შვილო, ადამიანის განღმრთობა ხდება. იქ

„სადაც მე ვარ“, - ამბობს ქრისტე, - „იქ იქნება მსახური ჩემი“. სად არის ქრისტე? - ზეცაში. ამგვარად, ჩვენც სულითა და გონებით გადავსახლდეთ იქ, აღდგომამდე. სადაც მე ვარ, - ამბობს ქრისტე, - იქ იქნება

სულიერი ადამიანისთვის ზეცაში არსებობს სამი სარკმელი: პირველში მორწმუნე გონება იყურება, მეორე სასოების მქონე გულისთვისაა, მესამე კი - მოსიყვარულე სულისათვის.
ის, ვინც მხოლოდ ერთ სარკმელში იყურება, მხოლოდ ზეცის მესამედს დაინახავს, ვინც ერთდროულად სამში იყურება, მისთვის მთელი ზეცაა გახსნილი. სულიერი ადამიანისთვის ზეცაში არსებობს სამი

ცხრა ცა არსებობს ჩვენი მხედველობის არეში მოქცეული სამყაროს ნაწილი, რასაც ვხედავთ, ესაა ადგილი, სადაც გადმოიყარნენ ბოროტი სულები. ეშმაკები ვარსკვლავებს იქით ვერ ადიან. ყველანაირი აზრი "უცხოპლანეტელებზე" მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის დაუშვებელია, ისინი დემონები, დაცემული ანგელოზები არიან. არავითარი სხვა ცივილიზაცია არ არსებობს, ღმერთმა ეს ქვეყანა ადამიანებისთვის გააჩინა. ცხრა ცა არსებობს ჩვენი მხედველობის არეში

ქუეყანა იგი ზეცისა არა არის ნივთიერი, არამედ უნივთო; არა არის წარმავალი, არამედ საუკუნო; მეუფე მის ქუეყანისა არს ყოველთა დამბადებელიუფალი: ქვეყანა იგი არა გენათლდების შექმნილისა და დაბადებულისა მზისა მიერ, არამედ შეუქმნელისა და დაუბადებელისა ღვთისა მიერ; ქუეყანასა მას შინა ნაცულად ვარსკულავისა ბრწყინვენ ანგელოზნი და სულნი წმიდათანი; ქვეყანასა მას შინა გლახაკნი უსანატრელეს არიან მდიდართაგან, ქთმისაებრ საუფლოსა: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა"; ქუეყანასა მას შინა ამის ყრუმლისცემელს მარჯუენესაც მიუპყრობს, რომელიც სამოსლის მიტაცებელს კვართის მიღებადცა არა აყენებს; ქვეყანასა მას შIნა არა რაიმე არს მწუხარება და ურვა, გარნა მხოლოდ ცხოვრება ანგელოზებრივი და სიხარული საუკუნო. ქუეყანა იგი ზეცისა არა არის ნივთიერი, არამედ

ზეცა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

2