მესამე და უკანასკნელი პირობა, რომელსა მოითხოვს მაცხოვარი მისთა მოწაფეთაგან, არის შემდგომად მისსა სვლა. შემდგომად ქრისტეს სვლა იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანე წინ უნდა მიდიოდეს, არ დარჩეს უკან, ყოველთვის იყოს მოძრაობაში; სვლა ანუ მოძრა...
იხილეთ სრულად
მესამე და უკანასკნელი პირობა, რომელსა მოითხოვს მაცხოვარი მისთა მოწაფეთაგან, არის შემდგომად მისსა სვლა. შემდგომად ქრისტეს სვლა იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანე წინ უნდა მიდიოდეს, არ დარჩეს უკან, ყოველთვის იყოს მოძრაობაში; სვლა ანუ მოძრაობა აქ ნიშნავს ქრისტეს მცნებათა აღსრულებასა, ნაყოფის გამოღებასა, ანუ სულიერთა წარმატებათა სათნოებათა შინა.
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.
არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.
და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხ...
იხილეთ სრულად
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.
არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.
და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.
ფსალმუნნი I, 1.
ღმერთს სურს აჩვენოს, რომ ჩვენი მოვალეობაა ყოველი მცნების შესრულება და რომ ადამიანებს ძეობა თავისი სისხლით უბოძა და ამბობს: "ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანა-გუედვა ყოფად, ...
იხილეთ სრულად
ღმერთს სურს აჩვენოს, რომ ჩვენი მოვალეობაა ყოველი მცნების შესრულება და რომ ადამიანებს ძეობა თავისი სისხლით უბოძა და ამბობს: "ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ" (ლუკა 17.10). ამგვარად, ცათა სასუფეველი არა საზღაურია საქმეთა გამო, არამედ მეუფის მადლი, გამზადებული ერთგული მონებისთვის.
ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა, რომელთაც სურთ ისმინონ ღვთის სიტყვა. უფლის მცნებები არის მანათობელი ჩვენი შინაგანი სამყაროსი. ისინი საშუალებას გვაძლევენ ჩავიხედოთ სულიერ სარკეში და დავინახოთ, თუ როგორნი ვართ სინამდვილეში; ავია...
იხილეთ სრულად
ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა, რომელთაც სურთ ისმინონ ღვთის სიტყვა. უფლის მცნებები არის მანათობელი ჩვენი შინაგანი სამყაროსი. ისინი საშუალებას გვაძლევენ ჩავიხედოთ სულიერ სარკეში და დავინახოთ, თუ როგორნი ვართ სინამდვილეში; ავია თუ კარგი ჩვენი საქმიანობა, ჩვენი სიტყვა, ფიქრი და ზრახვა; ვართ თუ არა მართალნი საკუთარი თავის, ღვთისა და მოყვასის წინაშე.
წმიდა ეკლესიის მთლიანობა მის გარეგნულ და შინაგან ერთობაზეა დამყარებული. შინაგანი ერთიანობა გულისხმობს ჩვენს ერთობას ქრისტესთან და ქრისტეს ერთობას თავის სხეულთან. ესაა ეკლესიურობა ანუ ცხოვრება ქრისტეს მცნებათა დაცვით ქრისტეში და ქრ...
იხილეთ სრულად
წმიდა ეკლესიის მთლიანობა მის გარეგნულ და შინაგან ერთობაზეა დამყარებული. შინაგანი ერთიანობა გულისხმობს ჩვენს ერთობას ქრისტესთან და ქრისტეს ერთობას თავის სხეულთან. ესაა ეკლესიურობა ანუ ცხოვრება ქრისტეს მცნებათა დაცვით ქრისტეში და ქრისტესთან. ამ დროს მიიღწევა ერთობა როგორც ღმერთთან, ისე მის ქმნილებებთან: ადამიანებთან ანგელოზებსა და წმიდანთა დასთან.
მთელი ასკეტიკის საფუძველი გულის განწმედაა იმისათვის, რათა მასში უფალი გამეფდეს. მეათე მცნება ლაპარაკობს იმაზე, რომ ადამიანმა სხვისი არ უნდა ისურვოს. ის, რაც მას არ ეკუთვნის, მაგრამ უმაღლესი, საკრალური მნიშვნელობით ყოველივე იმის ნდ...
იხილეთ სრულად
მთელი ასკეტიკის საფუძველი გულის განწმედაა იმისათვის, რათა მასში უფალი გამეფდეს. მეათე მცნება ლაპარაკობს იმაზე, რომ ადამიანმა სხვისი არ უნდა ისურვოს. ის, რაც მას არ ეკუთვნის, მაგრამ უმაღლესი, საკრალური მნიშვნელობით ყოველივე იმის ნდომას კრძალავს, რაც ადამიანის სულისათვის უცხოა - ვნებიან ნდომას ნივთიერის, წარმავალის, ხრწნისა და სიკვდილისათვის განწირულისა.
პირველად, როგორც სახარება გვამცნებს, განაგდე შენგან მტრობა, ძვირისხსენება, მრისხანება, განკითხვა და ყველაფერი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სიყვარულს. სახარება გვიბრძანებს ვილოცოთ ჩვენი მტრებისთვის, ვაკურთხოთ მაწყევარნი, კეთილ...
იხილეთ სრულად
პირველად, როგორც სახარება გვამცნებს, განაგდე შენგან მტრობა, ძვირისხსენება, მრისხანება, განკითხვა და ყველაფერი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სიყვარულს.სახარება გვიბრძანებს ვილოცოთ ჩვენი მტრებისთვის, ვაკურთხოთ მაწყევარნი, კეთილი ვუყოთ მოძულეებს, შევუნდოთ მოყვასს ყოველივე, რაც გვავნო.თუკი ქრისტეს შედგომა განგიზრახავს, ეცადე საქმით შეასრულო ეს მცნებები.
თუ გვსურს ძლიერი სახელმწიფო შევქმნათ, მაცხოვრის მეტად მარტივი, მაგრამ ღრმა შინაარსის შემცველი ეს რჩევა უნდა გავითვალისწინოთ: "ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოთ" (მთ. 6,33). ე.ი. უმთავრესია ღმერთთან მიმართებაში...
იხილეთ სრულად
თუ გვსურს ძლიერი სახელმწიფო შევქმნათ, მაცხოვრის მეტად მარტივი, მაგრამ ღრმა შინაარსის შემცველი ეს რჩევა უნდა გავითვალისწინოთ: "ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და ესე ყოველი შეგეძინოთ" (მთ. 6,33). ე.ი. უმთავრესია ღმერთთან მიმართებაში სწორი ორიენტაცია ჰქონდეს ხელისუფლებას, ხალხს, ცალკეულ ადამიანს და ყოველივე დანარჩენი, მათ შორის მატერიალური კეთილდღეობაც, მიეცემა მათ.
2. როდესაც უფალს ნებავდა ეჩვენებინა, რომ, ერთი მხრივ, სავალდებულოა ყველა მცნება, მეორე მხრივ კი ის, რომ ძეობილობა თვით მან მიჰმადლა ადამიანებს, თქვა: "რაჟამს ყოველივეს შეასრულებთ, რაც ნაბრძანები გაქვთ, მაშინ თქვით: უვარგისი მონები...
იხილეთ სრულად
2. როდესაც უფალს ნებავდა ეჩვენებინა, რომ, ერთი მხრივ, სავალდებულოა ყველა მცნება, მეორე მხრივ კი ის, რომ ძეობილობა თვით მან მიჰმადლა ადამიანებს, თქვა: "რაჟამს ყოველივეს შეასრულებთ, რაც ნაბრძანები გაქვთ, მაშინ თქვით: უვარგისი მონები ვართ და ის გავაკეთეთ, რაც გვევალებოდა" (ლკ. 17.10). ამიტომ, საქმეთა საზღაური როდია ცათა სასუფეველი, არამედ - მადლი უფლისა, სარწმუნო მონებისადმი გამზადებული.
ყოველ ჩვენგანს სურს სულიერი ზრდა. რითი დავიწყოთ? მართალ ენუქზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის ყოველთვის ღვთის წინაშე ვიდოდა (შეს. 5,24) ე.ი. ის ყოველთვის შეიგრძნობდა ღვთის არსებობას და ღვთის ყოვლისგამომცდელ მზერას ყოველ წამს გრძნობდა,...
იხილეთ სრულად
ყოველ ჩვენგანს სურს სულიერი ზრდა. რითი დავიწყოთ? მართალ ენუქზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის ყოველთვის ღვთის წინაშე ვიდოდა (შეს. 5,24) ე.ი. ის ყოველთვის შეიგრძნობდა ღვთის არსებობას და ღვთის ყოვლისგამომცდელ მზერას ყოველ წამს გრძნობდა, რაც მას ცოდვებისაგან იფარავდა და ღვთის მცნებათა შესასრულებლად განაწყობდა. ამითი უნდა დავიწყოთ ჩვენც - და ჩვენი ცხოვრებისეული გზა უვნებელი აღმოჩნდება.