
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მცნებათა დაცვა
მესამე და უკანასკნელი პირობა, რომელსა მოითხოვს მაცხოვარი მისთა მოწაფეთაგან, არის შემდგომად მისსა სვლა. შემდგომად ქრისტეს სვლა იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანე წინ უნდა მიდიოდეს, არ დარჩეს უკან, ყოველთვის იყოს მოძრაობაში; სვლა ანუ მოძრაობა აქ ნიშნავს ქრისტეს მცნებათა აღსრულებასა, ნაყოფის გამოღებასა, ანუ სულიერთა წარმატებათა სათნოებათა შინა.