აზროვნება - ციტატები, გამონათქვამები
აზროვნება - ციტატები, გამონათქვამები აზროვნება, გამონათქვამები, ციტატები
მორწმუნე ადამიანი სულ სხვანაირად აღიქვამს სამყაროს; მასში ხდება სრული სულიერი ფერისცვალება, იცვლება აზროვნება, იწმიდება გული...
ახალგაზრდებმა და, საერთოდ, ნებისმიერმა პიროვნებამ, ღრმა აზროვნების განსავითარებლად საჭიროა იკითხონ როგორც სასულიერო წიგნები, ისე მხატვრული, ფილოსოფიური, ისტორიული, ფსიქოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლიტერატურა; ამის გარეშე მათი ხედ... იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელიც ადვილად არჩევს დახვავებულ, ფუჭ იდეებს ჭეშმარიტისაგან, სერიოზულს - არასერიოზულისაგან, რეალურს - არარეალურისაგან, უკვე ღრმა აზროვნების გზაზეა დამდგარი.
ჩვენი გული და აზროვნება სიკეთისაკენ უნდა მივმართოთ, რათა დავიბრუნოთ ნამდვილი სარწმუნოება, და ამპარტავნებისაგან განთავისუფლებულებმა ავაღორძინოთ ჭეშმარიტი სიყვარული.
ჭეშმარიტი სინანული კი ადამიანის არა მარტო აზროვნებას, არამედ მოქმედებასაც ცვლის.
უპირველეს ყოვლისა, უფალს გონების განკურნება და ჩვენი ფიქრის სიკეთისკენ წარმართვა უნდა ვთხოვოთ, რადგან აზროვნებაზე მეტად ბევრი რამაა დამოკიდებული. ცოდვა ხომ ჯერ გონებაში იბადება და თუ მას თავიდანვე არ შევებრძოლეთ, გულში გადავა და მ... იხილეთ სრულად
პიროვნების შეცვლა ხდება მის მოქმედებაზე და, რაც მთავარია, აზროვნებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით.
უნდა მივეჩვიოთ გონების მობილიზაციას, ყურადღების მოკრებას, უნდა ვისწავლოთ აზროვნების კულტურა.
გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის გონების ვარჯიში, აბსტრაქტული და ფილოსოფიური აზროვნება როგორღაც უცხო გახდა. მათ აღარ სურთ და არც შეუძლიათ ყურადღების გამახვილება ერთ საგანზე; სულ ახალ-... იხილეთ სრულად