ქება - ციტატები, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

Loading..
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: ქება

94. სამარცხვინო გულისთქმის ძირია კაცობრივი ქება, ისევე როგორც გონებასიმრთელისა – ბოროტებაში მამხილებლობა, ამასთან არა მხოლოდ მოსმენა მხილებისა, არამედ მისი შეწყნარებაც. 94. სამარცხვინო გულისთქმის ძირია კაცობრივი ქება, ისევე...

link
image
თემა: ქება

ღვთისმოყვარე მკითხველი ყოველთვის ღებულობს სარგებელს. თუ მას კეთილი საქმეებისთვის აქებენ, მათ მიმართ კიდევ უფრო მოშურნე ხდება; ხოლო თუ ავ საქმეში ამხელენ, სინანულისაკენ იდრიკება. ღვთისმოყვარე მკითხველი ყოველთვის ღებულობს სარგებელს. თუ...

link
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ქება

რა შეიძლება იყოს იმაზე უგუნური, ვიდრე ეძიებდე საკუთარი საქმეებით ქებას უძლური ადამიანებისაგან და გძაგდეს ქება იმისა, ვისაც აქვს ძალმოსილება მისთვის სათნო საქმეებისათვის მოგაგოს სანაცვლო? რა შეიძლება იყოს იმაზე უგუნური, ვიდრე ეძიებდე საკუთარი...

link
image
თემა: ქება

არის გაკიცხვა, რომლის დამსახურებაც უფრო სასიამოვნოა, ვიდრე - ზოგიერთი ქებისა. ასეთია სწორედ გაკიცხვა სამყაროსაგან მისი საქმეებისა და ჩვეულებებისაგან ჩამორჩენისა და ქრისტესთვის სრული მიმდევრობის გამო. არის გაკიცხვა, რომლის დამსახურებაც უფრო სასიამოვნოა,...

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: ქება

როდესაც მაქებრები - და ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით - მაცდურნი ქებას გვიწყებენ, გულის სიღრმეში ჩვენი ცოდვები და ჩვენს მიერ ქმნილი მრავალი უსჯულოება გავიხსენოთ და საკუთარი უღირსება ამგვარად შევიცნოთ როდესაც მაქებრები - და ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ...

link
თემა: ქება

თუ მკაცრად ადევნებ თვალს საკუთარ თავს, თავს ყველაზე უკანასკნელად ჩათვლი და მაშინ მაქებელნი ვერაფერს დაგვაკლებენ. ადამიანები მხოლოდ გარეგნულს ხედავენ, შინაგანს კი არ იცნობენ, იმათ გარდა, ვინც სულიერად ცხოვრობს. თუ მკაცრად ადევნებ თვალს საკუთარ თავს, თავს ყველაზე...

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: ქება

ვინც გვაქებს, ეშმაკების მსახური და ამპარტავნების წინამძღვარია. იგი ანადგურებს ლმობიერებას, ღუპავს სათნოებებს, ჭეშმარიტ გზას აგვაცდენს. "შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზაკვალი აგირიეს" (ეს. 3,12) - ამბობს წინასწარმეტყველი ვინც გვაქებს, ეშმაკების მსახური და ამპარტავნების...

link
image
თემა: ქება

როდესაც პირფერები ჩვენს ქებას იწყებენ, გავიხსენოთ ჩვენი ყველა უკანონო ქმედება და ისე დავუჯეროთ პირფერობის ცრუ ხმას. მაშინ მშვენიერი პიროვნება, რომლის მორგებასაც ცდილობენ ჩვენზე, ჩვენს დამახინჯებულ სახეს აღარ მიესადაგება. როდესაც პირფერები ჩვენს ქებას იწყებენ, გავიხსენოთ ჩვენი...

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
თემა: ქება

უფალი მრავალგზის დაფარავს ჩვენგან, თუკი რაიმე სათნოება გაგვაჩნია, რათა სიმდაბლე მოვიპოვოთ. ხოლო ჩვენი მაქებელი, უფრო კი მაცთური, ქებით თვალს აგვიხელს, და როგორც კი თვალი აგვეხილება, ჩვენი სიმდიდრე წარწყმდება და გაუჩინარდება. უფალი მრავალგზის დაფარავს ჩვენგან, თუკი რაიმე სათნოება...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: ქება

156. რაჟამს ხორციელი საბოძვარის გამო შეაქებ ადამიანს, როგორც კეთილს ღვთის გარეშე (ე.ი ისე თითქოს ეს ადამიანი კეთილი და სიკეთის მოქმედი იყოს თავისთავად და არა საღვთო მადლის შედეგად), ეს ადამიანი შემდეში უკეთური გამოჩნდება შენთვის. 156. რაჟამს ხორციელი საბოძვარის გამო შეაქებ ადამიანს,...

link
6