ბავშვობაში წმინდანთა ცხოვრებას რომ ვკითხულობდი, ვგრძნობდი, თითქოს სულში ღვთიური სხივი შემოდიოდა, რაც სიტკბოებით, სიხარულით და სიმხიარულით მავსებდა და აღმანთებდა უფლის სიყვარულით და წყურვილით ზეციურისადმი. მაშინ მეძინა თუ მეღვიძა, ... იხილეთ სრულად

ბერი ფილოთეოსი - ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
თუ ადამიანი სახლს აშენებს და არ გადახურავს, ასეთი სახლი არ გამოდგება. ასეა ადამიანიც: ყველა სათნოება რომ მოიხვეჭოს, მაგრამ სიყვარული არ ჰქონდეს, მაშინ მისი სათნოებათა სახლი უსახურავოდ დარჩება და სრულიად გამოუსადეგარი იქნება.
ჭეშმარიტი მონანიების ნიშნებია: ღრმა განცდა, მწუხარება და შემუსვრა გულისა, ოხვრა, ლოცვა, მარხვა, მღვიძარება და ცრემლი. ასეთი მონანიება ნამდვილი და ჭეშმარიტია, ვინაიდან ამ გზით მოგეტევება ცოდვები და ხდები მეგობარი უფლისა.
ზოგი ურწმუნოებისა და უწმინდურობის გამო არ იღებს ზიარებას, სხვები – უმეცრების, გულგრილობის, მცირედმორწმუნეობის და უფლის ჭეშმარიტი და წმინდად სიყვარულის უქონლობის გამო, ერთი–ორჯერ თუ ეზიარება წელიწადში და ისიც ინერციით, შიშის, სიყვა... იხილეთ სრულად
ნამდვილი ბედნიერება პატივის მოპოვება და ვნებათა დაკმაყოფილება როდია, ნამდვილი ბედნიერება – კეთილმოქმედებაა. ვინც სათნო ხდება და ღვთის მცნებებს ასრულებს – ჭეშმარიტად ბედნიერია.
როცა მტერი გინერგავს უწმინდურ აზრებს, სულითა და გულით უპასუხე, რომ ურყევად გწამს მხოლოდ ერთი – ის, რასაც ქრისტე ამბობს წმინდა სახარებაში, და ისიც, რაც წმინდა მამებმა და მოციქულებმა გვითხრეს. შენი კი, სატანავ, არ მჯერა, ვინაიდან მა... იხილეთ სრულად