ერში ცხოვრება - ციტატები, გამონათქვამები
ერში ცხოვრება - ციტატები, გამონათქვამები ერში ცხოვრება, გამონათქვამები, ციტატები
პიროვნება უფლისგან მოწოდებულია, იცხოვროს მთელი სისავსით, განამრავლოს სულიერი ღირებულებანი, სრულყოს თავისი ყოფის მატერიალური მხარე, დაამყაროს კეთილი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან და ხალხებთან სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა და სიყვარუ... იხილეთ სრულად
იესო ქრისტეს მიწიერი მყოფობა, ჯვარცმამდეც და ჯვარცმის შემდეგ ამაღლებამდეც, ნებისმიერი დროის მორწმუნე ქრისტიანისთვის ცხოვრებისა და აზროვნების წესის განმსაზღვრელია
ჩვენთვის განკუთვნილი ჟამი მიწიერი ცხოვრებისა აღვსილი უნდა იყოს სიკეთით, ოჯახისა და სამშობლოსათვის სასარგებლო შრომით, სულიერებით და არა მხოლოდ გართობითა და კომერციული საქმიანობით.
ჩვენი ვალია, ვიყოთ ქვეყნის ღირსეული მოქალაქენი, ჩვენი ქრისტიანი ხალხის ერთგული შვილნი, ვიცხოვროთ და გონიერად მოვიხმაროთ მიწიერი სიკეთე ისე, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი სულის წინსვლასა და სრულყოფას.
მოყვასის მიმართ ჩვენი სამართლიანი მიდგომა ასეთი უნდა იყოს: "ყველაფერში, როგორც გსურთ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ" (მათე 7.12). რა მოკლე განმარტებაა, მაგრამ როგორი მრავლისმომცველი! ეს სიტყვები ყოველთვის ... იხილეთ სრულად