
დასძლიე მუცელი, ვიდრე იგი დაგძლევს შენ
დასძლიე მუცელი, ვიდრე იგი დაგძლევს შენ
სასატკბილობა წუთიერია, სათნოება უკვდავია
ეშმაკთა უფროსი დაცემული მთიებია, ხოლო ვნებათა მთავარი - გემოთმოყვარება
24. მხოლოდ მას მისცემდი ხორცთა, რაოდენი უხმს მიღებად, და ნუ რაოდენი ჰნებავს
23. მოიძულენ ხორცთა გემოვნებანი, რამეთუ ხორცთავე თანა სულსაცა ბიწიან ჰყოფენ
სამი ვნება აბნელებს გონებას: ვერცხლისმოყარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა.
113. სახლის ნივთია ჭურჭელი და საჭმელი, გონების ნივთი კი ესაა ცუდმედიდობა და გემოთმოყვარეობა.
41. შეჭირვებათა მიერ სიკეთეები განემზადებათ ადამიანებს, ისევე როგორც ცუდმედიდობისა და გემოთმოყვარეობის მიერ - ბოროტებანი.
უნდა შეიძულო ვერცხლისმოყვარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა, როგორც დედა ბიწიერებისა და დედინაცვალი სათნოებისა.
მუცლის მონა იმაზე ფიქრობს, თუ რა სანოვაგით დაუხვდეს დღესასწაულს, ხოლო მონა ღვთისა იმაზე ფიქრობს, თუ რა ნიჭებით შეუძლია გამდიდრდეს