ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა:
პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარება, მომხვეჭელობა, სიხარბე, შური, გემოთმოყვარება, ვნებები, შეურაცხყოფა, ლანძღვა
68. მშიერის გონება პურზე ოცნებობს, მწყურვალისა კი წყალზე, გემოთმოყვარისა სხვადასხვა სახის
68. მშიერის გონება პურზე ოცნებობს, მწყურვალისა კი წყალზე, გემოთმოყვარისა სხვადასხვა სახის სანოვაგეზე, ავხორცისა - დედაკაცზე, პატივმოყვარისა - ადამიანთაგან თაყვანისცემაზე, ვერცხლისმოყვარისა - სიმდიდრეზე, გულღვარძლიანისა - შეურაცხმყოფელის შურისგებაზე, შურიანისა - იმის უბედურებაზე, ვისიც შურს. იგივე ხდება სხვა ვნებათა შემთხვევაშიც, რამეთუ ვნებებით მოცული გონება ვნებიან აზრებს წარმოშობს. სხეულის მღვიძარებისა თუ ძილის ჟამს.
|
|