გულის განწმენდა - ციტატები, გამონათქვამები
გულის განწმენდა - ციტატები, გამონათქვამები გულის განწმენდა, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანის წრფელი და განწმენდილი გული არის ის ადგილი, სადაც ღმერთი ივანებს.
აუცილებელია განიწმინდოს გული, რომ მისგან გონებაც განათლდეს სუფთა გულისსიტყვებით, რომლებიც მასში ზეციდან აირეკლება.
ლოცვისთვის მცირე გარჯისა და ტკივილის წილ დიდ, სიხარულის მომგვრელ გლოვას, ლმობიერებას, ცრემლებს, ღმერთთან სიახლოვით ტკბობას, მის უწმინდეს შიშს შევიძენთ, რომელიც განწმენდს და განასპეტაკებს გონებასა და გულს.
ლოცვაში წარმატებასთან ერთად ვნებების სიმძიმეც შემსუბუქდება. დროთა განმავლობაში გულისსიტყვები, ფარული გულისსიტყვები გაქრება და ჩვენი გული ბავშვის უმანკო გულივით გახდება.