მდუმარება - ციტატები, გამონათქვამები
აბბა ფილიმონი ამბობს: „ბევრი წმინდა მამა ხედავდა ანგელოზებს, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ მათ, ამიტომ ისინი მდუმარებით იცავდნენ თავს და არავის ესაუბრებოდნენ“.
გამოცდილებით ვიცი, რომ ღვთისმოსაობა მდუმარების, ლოცვის, განსჯის, განმწმენდი ცრემლის, ჭეშმარიტი სინანულის და ღვთაებრივ საგანთა ჭვრეტის საშუალებით განაახლებს მოღვაწის როგორც სულს, ისე სხეულს. რა თქმა უნდა, ამას ფიზიკური ღვაწლიც ეხმა... იხილეთ სრულად
თავს ცოტა ძალა დაატანეთ. დადუმდით, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ. გამუდმებით ილოცეთ. შინაგანად დაიდანაშაულეთ თავი, ნუ გაიმართლებთ თავს.
დაიცავი მდუმარება, მუდმივად ილოცე, თავი დაიდანაშაულე და ნახავ, როგორ გლოვას, ცრემლსა და სიხარულს იგრძნობ. მაგრამ თუ იზარმაცებ, მაშინ სიცივე და გულგრილობა შეცვლის ამ მადლს.
მდუმარებისას გვეძლევა დრო შინაგანი და ღვთის ნების მაუწყებელი ლოცვისთვის, ნათელი აზროვნებისთვის, რაც გონებასა და გულს გაასხივოსნებს.