კადნიერება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის წინაშე დიდი კადნიერება აქვს იმ ადამიანს, ვისაც მოყვასი ებრალება და საქმითა და სიტყვით თანაუგრძნობს მას.
მოერიდე კადნიერებას და უჯერო სიტყვებს, რაც ფიტავს ადამიანის სულს; მდუმარება, სიმშვიდე და ლოცვა კი, პირიქით, სულს ზეციური ცვრითა და ტკბილი გლოვით აღავსებს.
ნუ გათამამდები, შვილო, უკეთურ კადნიერებას ბევრი ბოროტება მოსდევს. გაექეცი მას, როგორც ცეცხლს და შხამიან გველს!
დიდებულია კადნიერება, რომელიც მამაც მოღვაწეს ამშვენებს. ვის არ სურს ჰქონდეს იგი?! უდებება კი, განსაკუთრებით ლოცვაში, ღვთის წინაშე კადნიერებას ქარს ატანს და ადამიანს განძარცულს ტოვებს.
მხდალი მეომარი დიდებას მოკლებული, კადნიერების არმქონე და შერცხვენილია; მეფის ყურამდე მისი ერთი თხოვნაც არ აღწევს, ხოლო მამაცი მხედრის სავედრებელს მეფე მისი სახელის გაგონებისთანავე შეისმენს.