წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

ამქვეყნიური დიდება ისეთი ნაყოფია, რომელიც ადამიანს კი არ კვებავს, არამედ წამლავს. ღმერთმა შექმნა

ამქვეყნიური დიდება ისეთი ნაყოფია, რომელიც ადამიანს კი არ კვებავს, არამედ წამლავს. ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო და თავისი უსაზღვრო მადლის მეშვეობით ადამიანებს მიანიჭა იგი, რათა ისინი ადიდებდნენ შემოქმედს, რომელმაც მთელი დიდება და პატივი თავისთვის დაიტოვა, როგორც ანგელოზებმა ბრძანეს: "დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაი" (ლკ. 2, 14). და თუ კი ამპარტავან ადამიანებს სურთ, მიიტაცონ ეს დიდება, რომელიც მხოლოდდამხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, ეს კადნიერება და თავხედობაა, რაც უფლის დიდებულებას შეურაცხყოფს. და ვაი მას, ვინც ამქვეყნად ეძიებს დიდებას და ვისაც წუთისოფელი დიდებულად თვლის. ეს დიდება - ფუჭი და ამაოა
 
თემატური კითხვები
0