ლოცვა მიცვალებულისთვის საჭიროა თვით მლოცველისთვისაც
საჰაერო სივრცეში გასვლისას მრავალგზის ლოცვა გვმართებს, მრავალი კეთილი საქმე და ანგელოზთა დიდი თანადგომა გვჭირდება. თუკი უცხო ქვეყანაში ან უცხო ქალაქში მოგზაურობისას მეგზური გვჭირდება, მაშინ რაოდენ უფრო საჭიროა ჩვენთვის წინამძღოლნი...
იხილეთ სრულად
საჰაერო სივრცეში გასვლისას მრავალგზის ლოცვა გვმართებს, მრავალი კეთილი საქმე და ანგელოზთა დიდი თანადგომა გვჭირდება. თუკი უცხო ქვეყანაში ან უცხო ქალაქში მოგზაურობისას მეგზური გვჭირდება, მაშინ რაოდენ უფრო საჭიროა ჩვენთვის წინამძღოლნი და მეგზურნი ამ ჰაერის უხილავ მთავართა, მდევნელთა და მეზვერეთა შორის.
link
ერთხელ ერთი მღვდელი ვნახე, რომელიც გვნათლავდა სამშობლოში. წმინდა კაცი იყო. ქალწულებას იმარხავდა. მრავალ მოწყალებას გასცემდა. და ძილში მეუბნება: "სანამ ცოცხალი ვიყავი, მეგონა, რომ მხოლოდ ლიტურღიას ამოჰყავს სულები ჯოჯოხეთიდან, მაგრა...
იხილეთ სრულად
ერთხელ ერთი მღვდელი ვნახე, რომელიც გვნათლავდა სამშობლოში. წმინდა კაცი იყო. ქალწულებას იმარხავდა. მრავალ მოწყალებას გასცემდა. და ძილში მეუბნება: "სანამ ცოცხალი ვიყავი, მეგონა, რომ მხოლოდ ლიტურღიას ამოჰყავს სულები ჯოჯოხეთიდან, მაგრამ ახლა, რაც მოვკვდი, ცხადლივ დავინახე, რომ ლოცვებიც, რომლებსაც თქვენ აღავლენთ, იხსნიან დატანჯულ სულებს". ამრიგად, არ შეწყვიტოთ ლოცვა სულთათვის. რადგან მოწყალე ღმერთი მიზეზსა და საბაბს ეძებს, რომ სული აცხონოს
link
ჰოი, მიცვალებულთა მშობლებო და ნათესავებო! გააკეთეთ მათთვის ის, რაც სჭირდებათ და რაც თქვენ შეგიძლიათ, თქვენი ფული კუბოსა და საფლავის გასამშვენებლად კი არ გამოიყენოთ, არამედ თქვენი გარდაცვლილი ახლობლების მოსახსენებლად გაჭირვებულებს ...
იხილეთ სრულად
ჰოი, მიცვალებულთა მშობლებო და ნათესავებო! გააკეთეთ მათთვის ის, რაც სჭირდებათ და რაც თქვენ შეგიძლიათ, თქვენი ფული კუბოსა და საფლავის გასამშვენებლად კი არ გამოიყენოთ, არამედ თქვენი გარდაცვლილი ახლობლების მოსახსენებლად გაჭირვებულებს დაურიგეთ და ეკლესიას შესწირეთ, სადაც მისთვის ლოცვები აღევლინება. მოწყალე იყავით მიცვალებულებისადმი და იზრუნეთ მათი სულებისათვის; თქვენც იგივე გზა გელოდებათ და როგორ მოგვინდება მაშინ ლოცვებში რომ მოგვიხსენიონ! და ვიყოთ ჩვ...
link
სიმდიდრეს, რომელიც ღარიბებზე არ გაიცემა, ჩვენი სულების ცხონებისათვის, სნეულთა ჯანმრთელობისათვის და მიცვალებულთა განსვენებისათვის, ადამიანისათვის დამანგრეველია. მოწყალება, რომელსაც ქვრივებს, ავადმყოფებს, ობლებს და სხვა საბრალოებს ვ...
იხილეთ სრულად
სიმდიდრეს, რომელიც ღარიბებზე არ გაიცემა, ჩვენი სულების ცხონებისათვის, სნეულთა ჯანმრთელობისათვის და მიცვალებულთა განსვენებისათვის, ადამიანისათვის დამანგრეველია. მოწყალება, რომელსაც ქვრივებს, ავადმყოფებს, ობლებს და სხვა საბრალოებს ვაძლევთ, ძალიან წაადგება ჩვენი გარდაცვლილი ახლობლების სულებს იმიტომ, რომ როდესაც მიცვალებულების სახელზე მოწყალებას გავცემთ, მისი მიმღები ამბობს: „ღმერთმა შეუნდოს, ღმერთმა აკურთხოს მისი სული“. თუკი ვინმე სნეულებისაგან იტან...
link
წმიდა მსხვერპლშეწირვა ქრისტესი, ჩვენი მაცხოვნებელი მსხვერპლისა, სიკვდილის შემდგომაც დიდად სასარგებლოა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ცოდვები შესაძლოა მიეტეოთ მომავალ ცხოვრებაში. ამიტომ მიცვალებულთა სულები ზოგჯერ ითხოვენ, რომ მათთვ...
იხილეთ სრულად
წმიდა მსხვერპლშეწირვა ქრისტესი, ჩვენი მაცხოვნებელი მსხვერპლისა, სიკვდილის შემდგომაც დიდად სასარგებლოა, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ცოდვები შესაძლოა მიეტეოთ მომავალ ცხოვრებაში. ამიტომ მიცვალებულთა სულები ზოგჯერ ითხოვენ, რომ მათთვის წირვა აღასრულონ... რა თქმა უნდა, უფრო საიმედოა, რომ სიცოცხლეში თავადვე გავაკეთოთ ის, რასაც ვიმედოვნებთ, რომ სიკვდილის შემდგომ სხვები გაგვიკეთებენ. უმჯობესია, თავისუფალნი გადავიდეთ იმქვეყნად, ვიდრე ბორკილდადებულნი ვეძი...
link
ყველას, ვისაც მიცვალებულისადმი თავისი სიყვარულის გამოხატვა და რეალური დახმარება სურს, ყველაზე უკეთ ამის გაკეთება მისთვის ლოცვით შეუძლია და განსაკუთრებით კი წირვაზე მოხსენიებით. წირვისას ცოცხლებისა და მიცვალებულებისათვის ამოღებულ ნ...
იხილეთ სრულად
ყველას, ვისაც მიცვალებულისადმი თავისი სიყვარულის გამოხატვა და რეალური დახმარება სურს, ყველაზე უკეთ ამის გაკეთება მისთვის ლოცვით შეუძლია და განსაკუთრებით კი წირვაზე მოხსენიებით. წირვისას ცოცხლებისა და მიცვალებულებისათვის ამოღებულ ნაწილებს უფლის სისხლში ჩააბრძანებენ სიტყვებით: „მიუტევენ უფალო ცოდვანი აქა მოხსენიებულთანი, პატიოსნითა სისხლითა შენითა, მეოხებითა წმიდათა შენთაითა“.
წირვაზე მოხსენიებისას ლოცვზე უმეტესს და უკეთესს ჩვენ მიცვალებულებისათვის...
link
მიცვალებულისათვის ლოცვის ყოველი სიტყვა მწყურვალისათვის წვეთი წყლის ტოლფასია. უმალვე იზრუნეთ ორმოცდღიან მოსახსენებელზე, ანუ ორმოცი დღის მანძილზე მიცვალებულის წირვებში ყოველდღიურ მოხსენიებაზე. ჩვეულებრივ, ეკლესიებში, სადაც წირვა ყოვ...
იხილეთ სრულად
მიცვალებულისათვის ლოცვის ყოველი სიტყვა მწყურვალისათვის წვეთი წყლის ტოლფასია. უმალვე იზრუნეთ ორმოცდღიან მოსახსენებელზე, ანუ ორმოცი დღის მანძილზე მიცვალებულის წირვებში ყოველდღიურ მოხსენიებაზე. ჩვეულებრივ, ეკლესიებში, სადაც წირვა ყოველდღე სრულდება, მიცვალებულებს, რომელთაც იქ აუგეს წესი, ორმოც დღეს და მეტხანსაც იხსენიებენ, მაგრამ თუ წესის აგება შესრულდა ტაძარში, სადაც ყოველდღე არ აღესრულება წირვა, მაშინ ნათესავებმა თავად უნდა იზრუნონ და ორმოცდღიანი მ...
link
საჭიროა თუ არა მიცვალებულის მოხსენიება?
იხილეთ სრულად
ჩვენი ლოცვები მათთვის ძალზედ საჭირო და აუცილებელია, თუკი ცოცხლებისთვის სასიკეთოა ლოცვა, წარმოიდგინეთ რამდენად საჭირო და იქნება ლოცვა სატანჯველში მყოფთათვის. ლოცვა მიცვალებულისთვის სასიკეთოა თვით მლოცველისთვისაც, როგორც ამას ბრძანებს დავით მეფსალმუნე: "ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცევის". რომელიც ცდილობს მოყვასის სიკეთისთვის, არგებს ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ სხვას. ხშირად გავცეთ მოწყალება მათ სახელზე, მოვიხსენიოთ მათი სახელები, უფალი ისმენს ვედ...
link
976. სასრუველია თუ არა დილისა და საღამოს ლოცვებში მუდამ ვიხსენიებდე ჩემს გარდაცვლილ წინაპრებს?