პაისი მთაწმინდელი

სიმდიდრეს, რომელიც ღარიბებზე არ გაიცემა, ჩვენი სულების ცხონებისათვის, სნეულთა ჯანმრთელობისათვის და

სიმდიდრეს, რომელიც ღარიბებზე არ გაიცემა, ჩვენი სულების ცხონებისათვის, სნეულთა ჯანმრთელობისათვის და მიცვალებულთა განსვენებისათვის, ადამიანისათვის დამანგრეველია. მოწყალება, რომელსაც ქვრივებს, ავადმყოფებს, ობლებს და სხვა საბრალოებს ვაძლევთ, ძალიან წაადგება ჩვენი გარდაცვლილი ახლობლების სულებს იმიტომ, რომ როდესაც მიცვალებულების სახელზე მოწყალებას გავცემთ, მისი მიმღები ამბობს: „ღმერთმა შეუნდოს, ღმერთმა აკურთხოს მისი სული“. თუკი ვინმე სნეულებისაგან იტანჯება, მუშაობა არ შეუძლია, ან ვალებშია ჩავარდნილი და შენ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ეტყვი მას: „აიღე ეს ფული ამა და ამ ადამიანის სულის მოსახსენებლად“. ის იტყვის: „ღმერთმა აპატიოს და ღმერთმა აკურთხოს მისი სული“. მოწყალების მიმღები ლოცულობს მიცვალებულის სულისათვის და ეს ძლიერად შეეწევა მას.
 
თემატური კითხვები
0