ყოველთვის აუცილებელია ლოცვისათვის წინასწარი მომზადება?
ლოცვისთვის მომზადებას რა უწყობს ხელს?
მოიხურე შენი სენაკის კარები, დახურე სხეულის კარიც - ბაგეები ენის დასაცავად და შინაგანი კარები - ბოროტი სულებისაგან. სიმაღლეზე მჯდომმა (მდგომარეობა, როცა ყურადღება გულზეა გამახვილებული) უყურე საიდან, რა რაოდენობით მოდიან ქურდები შე...
იხილეთ სრულად
მოიხურე შენი სენაკის კარები, დახურე სხეულის კარიც - ბაგეები ენის დასაცავად და შინაგანი კარები - ბოროტი სულებისაგან. სიმაღლეზე მჯდომმა (მდგომარეობა, როცა ყურადღება გულზეა გამახვილებული) უყურე საიდან, რა რაოდენობით მოდიან ქურდები შენს ვენახში, რათა შემოსვლით გაგვძარცვონ მტევნებისაგან. შეჭირვებული მჭვრეტელი დგება სალოცავად, შემდეგ ისევ ჯდება და ხელს მიჰყოფს იგივე საქმეს (ე.ი. გულზე ყურადღებასა და ლოცვას).
link
ჭეშმარიტი ლოცვა ბაგეების მოძრაობაში კი არ მდგომარეობს, არც - მუხლის მოყრასა და ხელების აპყრობაში; იგი თავისთავად უნდა აღმოხდეს ადამიანს და შემოქმედის წინაშე სული თითქოს უნაზესი გუნდრუკივით უნდა იკმეოდეს; ამ აზრით შინაგანი ლოცვა, რ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ლოცვა ბაგეების მოძრაობაში კი არ მდგომარეობს, არც - მუხლის მოყრასა და ხელების აპყრობაში; იგი თავისთავად უნდა აღმოხდეს ადამიანს და შემოქმედის წინაშე სული თითქოს უნაზესი გუნდრუკივით უნდა იკმეოდეს; ამ აზრით შინაგანი ლოცვა, რომელიც სიტყვებით არ არის გამოხატული, საუკეთესოა და ლოცვაში ამგვარ სრულყოფილებას უნდა მივაღწიოთ. მაგრამ ვის შეუძლია, ასე ილოცოს პირველივე ჯერზე, როგორც კი ამას მოისურვებს?! ვის შეუძლია, უცებ გადავიდეს განბნეულობიდან საკუთ...
link
ის, რითაც იყო ჩვენი სული დაკავებული ლოცვამდე, აუცილებლად ჩნდება მეხსიერებაში ლოცვის ჟამსაც. ამიტომ ლოცვის დაწყებამდე საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობამდე უნდა მოვიყვანოთ, როგორშიც გვინდა, - ვიყოთ ლოცვის დროს.
როგორიც გვსურს ვიყოთ ლოცვის ჟამს, ისეთი უნდა ვიყოთ ლოცვის წინა პერიოდში. ჩვენი სული ლოცვის დროს აუცილებლად ღებულობს წინარე მდგომარეობის განწყობას და ლოცვის დროს ზეცად აღიტაცება, ანდა ჩაეფლობა მიწიერში იმავე ზრახვებით, რითაც ლოცვამ...
იხილეთ სრულად
როგორიც გვსურს ვიყოთ ლოცვის ჟამს, ისეთი უნდა ვიყოთ ლოცვის წინა პერიოდში. ჩვენი სული ლოცვის დროს აუცილებლად ღებულობს წინარე მდგომარეობის განწყობას და ლოცვის დროს ზეცად აღიტაცება, ანდა ჩაეფლობა მიწიერში იმავე ზრახვებით, რითაც ლოცვამდე იყო გართული
link
ლოცვის დროს გაბნეულობა და სიცივე, რომელსაც ყველანი უჩივიან, თითქმის ყოველთვის იმის შედეგია, რომ ლოცვას ვიწყებთ წინასწარი მომზადების გარეშე. მიწათმოქმედი თესლს მინდორში მიწაში იმაზე ადრე არ ყრის, ვიდრე მას ამისთვის შესაბამისად არ მ...
იხილეთ სრულად
ლოცვის დროს გაბნეულობა და სიცივე, რომელსაც ყველანი უჩივიან, თითქმის ყოველთვის იმის შედეგია, რომ ლოცვას ვიწყებთ წინასწარი მომზადების გარეშე. მიწათმოქმედი თესლს მინდორში მიწაში იმაზე ადრე არ ყრის, ვიდრე მას ამისთვის შესაბამისად არ მოამზადებს. მნიშვნელოვანი პიროვნების წინაშე წარსადგომად, რომლისაგანაც რაიმე წყალობას ველით, წინასწარ ვფიქრობთ, რა უნდა ვთქვათ მასთან. მითუმეტეს, არ უნდა წარვსდგეთ ღვთის წინაშე ლოცვით - წინასწარი მომზადების გარეშე.
link
პირველ ლოცვისა საჭიროა მომზადება, დალაგება სულისა და გულისა. „ლოცვის დაწყებადმდე განამზადე თავი შენი და ნუ იქმნები, ვითარცა კაცი გამომცდელი ღვთისა“ – იტყვის ისუ ზირაქი (18.23). კაცი ვინმე ხელმწიფესთან წარდგომად თუ მიდის, ბეჯითად ...
იხილეთ სრულად
პირველ ლოცვისა საჭიროა მომზადება, დალაგება სულისა და გულისა. „ლოცვის დაწყებადმდე განამზადე თავი შენი და ნუ იქმნები, ვითარცა კაცი გამომცდელი ღვთისა“ – იტყვის ისუ ზირაქი (18.23). კაცი ვინმე ხელმწიფესთან წარდგომად თუ მიდის, ბეჯითად მოამზადებს თავის თავს, უკეთესს ტანისამოსს ჩაიცვამს, სიტყვა–პასუხს მოამზადებს და დაალაგებს. ღვთის სახლში მიდიხარ, ღმერთს უნდა წარუდგე, ნუთუ ეს შეიძლება მოუმზადებლად? წინადვე უნდა იფიქრო, ვინ ხარ შენ, სად მიდიხარ, რას აპირ...
link