
მოიხურე შენი სენაკის კარები, დახურე სხეულის კარიც - ბაგეები ენის დასაცავად და შინაგანი კარები -
მოიხურე შენი სენაკის კარები, დახურე სხეულის კარიც - ბაგეები ენის დასაცავად და შინაგანი კარები - ბოროტი სულებისაგან. სიმაღლეზე მჯდომმა (მდგომარეობა, როცა ყურადღება გულზეა გამახვილებული) უყურე საიდან, რა რაოდენობით მოდიან ქურდები შენს ვენახში, რათა შემოსვლით გაგვძარცვონ მტევნებისაგან. შეჭირვებული მჭვრეტელი დგება სალოცავად, შემდეგ ისევ ჯდება და ხელს მიჰყოფს იგივე საქმეს (ე.ი. გულზე ყურადღებასა და ლოცვას).
|