
უმჯობესია დუმილით გადაიტანო წყენა, ვიდრე პასუხით აჯობო
უმჯობესია დუმილით გადაიტანო წყენა, ვიდრე პასუხით აჯობო
ყველა მდუმარე როდია თავმდაბალი, მაგრამ ყველა თავმდაბალი უტყვია
მდუმარების გარეშე მადლი არ ჩერდება. მადლის გარეშე კი ადამიანი არარაა
კარგად და უცოდველად საუბარი რომ ვისწავლოთ, ჯერ უნდა შევისწავლოთ მდუმარება
განმარტოებასა და სიჩუმეში და არა ხალხსა და ხმაურში იბადება კეთილი და ზეციური აზრები.
მდუმარებისმოყვარე ღმერთს უახლოვდება, მასთან საიდუმლოდ საუბრობს და ნათლდება მის მიერ
მინახავს საკუთარი სიტყვებისაგან მრავალი ცოდვით დაცემული, მაგრამ თითქმის არავინ მდუმარებით.
იესოს მდუმარებამ შეარცხვინა პილატე. ხოლო ღვთისმოსავი კაცის ბაგის მდუმარება ამარცხებს ამპარტავნებას
სულიერი ადამიანისთვის ყველაზე ძნელი საკუთარი აზრების სიტყვებით გამოთქმაა. ამიტომ მდუმარებას ამჯობინებს.
მსჯელობა ყველაზე უკეთესია, მოსმენა ყველაზე საჭირო, მდუმარება ყველაზე უკეთესი, მრავალმეტყველება ყველაზე ცუდი.