მოუთმენლობა, სულმოკლეობა - ციტატები, გამონათქვამები
ზოგჯერ მოუთმენლობა, სასოწარკვეთა და უიმედობა ადამიანს ღვთის მადლს აკარგვინებს, ის კი ამას შეცდომით თავისი ტვირთის სიმძიმეს მიაწერს. ხოლო სიმხნევეს, თავგანწირვას, ვაჟკაცობასა და უფლისადმი რწმენას ღვთის მადლი მოაქვს. გისურვებ, ღმერთ... იხილეთ სრულად
განკითხვა ისეთივე მნიშვნელოვანი ცოდვაა, როგორც მოყვასის უძლურებების მოუთმენლობა.
79. მიწიერი ხატის (ადამის) მთავარი ნაკლია: უგნურება, სულმოკლეობა, თავშეუკავებლობა, უსამართლობა. ზეციური ხატის მთავარი სათნოებაა; კეთილგონიერება, სიმტკიცე, უბიწოება, სამართლიანობა. "ვითარცა იგი შევიმოსეთ ზატი იგი მიწიერისა, შევიმოს... იხილეთ სრულად
მწუხარების ჟამს სულმოკლეობას ნუ გამოიჩენ, არამედ ილოცე წმიდა იოანე ოქროპირთან ერთად: "მომანიჭე მე სულგრძელება უფალო!
მოუთმენელი ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში ამრავლებს თავის მწუხარებას და სასოწარკვეთილებასთან ახლოს იმყოფება: მაგრამ ის, ვინც მწუხარებისას მოთმინებით აღიჭურვება, მოუთმენელზე ბევრად ახლოს იმყოფება ბედნიერ ცვლილებასთან და ბოროტებას ი... იხილეთ სრულად
როგორც მოთმინებით მსუბუქდება, ასევე მოუთმენლობით მრავლდება ტანჯვა-წამება
როგორც მწუხარების მოთმინებით, სულგრძელად ატანა ამსუბუქებს მას, ასევე, პირიქით, მოუთმენლობა, სასოწარკვეთილება, მეტისმეტი დარდი მხოლოდ და მხოლოდ ვნებს და აძლიერებს მას.