საკუთარი ნების უარყოფა - ციტატები, გამონათქვამები
შვილებო, საკუთარი ნებისა და სურვილების მსხვერპლად შეწირვით ომი უნდა გამოვუცხადოთ ეშმაკს, ამ სოფელს, ჩვენს ცუდ მიდრეკილებებსა და უძლურებებს. ვნებიანმა ძველმა ადამიანმა (რომ. 6, 6) ჩვენი გული უნდა დატოვოს, რომ იშვას უფლისმიერი ადამი... იხილეთ სრულად
ქრისტესთვის საკუთარი ნების უარყოფით იბრძოლე და იმ ადამიანის დარიგებები შეასრულე, რომელმაც უფლისმიერ გიტვირთა მაშინ, როცა ღმერთს სიკვდილამდე სრული მორჩილება აღუთქვი.
რა საოცარ თავისუფლებას გვანიჭებს საკუთარი ნების სრული მოკვეთა! როგორ სულიერ განსვენებას პოვებს მებრძოლი, მოსაგრე მორჩილი, რომელსაც საკუთარი ნება არ აქვს და მხოლოდ თავისი მოძღვრის ნებას აღასრულებს! ის ნეტარი სულიერი კეთილდღეობით, ს... იხილეთ სრულად
გონს მოვეგოთ და საკუთარი თავი დავინახოთ – რამდენად უარვყავით ჩვენი ნება. დაე, ვიბრძოლოთ, რომ ამ საწამლავისგან გავთავისუფლდეთ, ვიცხოვროთ ღვთისთვის სათნოდ, როგორც ღმერთს ნებავს და როგორც მონაზვნური მოქალაქეობა მოითხოვს ჩვენგან.
ჩვენ, დღევანდელი მონაზვნები, საკუთარ ნებას მყარად ვართ ჩაბღაუჭებულები, რის გამოც სულიერ ცხოვრებაში წინსვლას ვერ ვაღწევთ. კი არ ვამბობთ „შემინდე“ და „როგორც მაკურთხებ“, არამედ: „ეს არა“, „ის ასეა“ და ა. შ. ასე ვიწამლავთ საკუთარ თავ... იხილეთ სრულად