საღვთო სჯული - ციტატები, გამონათქვამები
567. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ღვთის სჯული ერთს გვავალდებულებს, ხოლო ამ სოფლის კანონი საპირისპიროს ითხოვს? აზრი მეუბნება: რადგან საზოგადოება ამ სოფლის კანონებს ეყრდნობა, ამიტომ უსამართლოდ იქცევა ის, ვინც მათ არღვევს
ურჯულო იგია, ვინც ღვთის რჯულს უკეთურებით და საწინააღმდეგო წვალებით აღასრულებს და ჰგონია, რომ ღმერთი სწამს.
სული, რომელიც სხეულის საშუალებით სულთა სამყაროსგან დაფარული და გამოყოფილია, ის მუდმივად და თანდათანობით აყალიბებს საკუთარ თავს ღვთის სჯულის, იგივე ქრისტიანობის შესწავლით და ამით სიკეთისა და ბოროტების გარჩევას სწავლობს. მაშინ ადამი... იხილეთ სრულად
კეთილმორწმუნეობისთვის გაწეულ შრომას ღვთის მეოხება მოსდევს. ეს უნდა შევიცნოთ საღვთო სჯულისაგან და სინდისისაგან.
რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს. მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს. შიში უფლისა წმიდა არის, მარადიუ... იხილეთ სრულად
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხ... იხილეთ სრულად
როცა სინდისი გვაიძულებს, მივმართოთ ღვთის ყველა მცნებას, მაშინ შევიმეცნებთ, რომ საღვთო სჯული უბიწოა და დაცულია ჩვენს კეთილ საქმეებში; მაგრამ ღვთის მოწყალების გარეშე ადამიანებს ვერ ძალუძთ მისი სრულყოფილად შესრულება.
ისინი, ვინც ქრისტეს მცნებების მოვალედ არ მიიჩნევენ თავს, საღვთო სჯულს მხოლოდ ხორციელად კითხულობენ: "არა იცოდეს რასა იგი იტყვიან, არცა ვიეთთათვის დაამტკიცებენ" (1 ტიმოთე 1,8); აი, ამიტომაც ფიქრობენ, რომ საქმეებით აღასრულებენ მას.
საღმრთო სჯულის წინააღმდეგნი, წვალებისა და შფოთის აღმაყენებელნი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან ქვეყანაზე. ეს თვით უფალმა იესო ქრისტემ წინასწარვე გვაუწყა; თვით მან ბრძანა, რომ მის სახარებას არა ყველა, არამედ მხოლოდ ისინი მიი... იხილეთ სრულად