ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

საღვთო სჯული განკითხვის დღეს სრულად ამოქმედდება!

საღვთო სჯული განკითხვის დღეს სრულად ამოქმედდება!

ამაოზე ნუ ვიზრუნებთ, დროს ნუ დავკარგავთ, რათა არ მოვიხიბლოთ იმ ფიქრით, რომ მონაზვნური ცხოვრების გზას ვადგავართ და მორჩილებაში ვიმყოფებით, სინამდვილეში კი თვითკმაყოფილებით ვტკბებით და მცნების დამრღვევნი ვართ. იქნებ გულისსიტყვა, ან უფრო ჩვენი თავდაჯერებულობა გვაცდუნებს, როცა ვფიქრობთ: „ეს არაფერია“, „ამას არა უშავს“, „იმასაც თუ გავაკეთებ, რა მოხდა მერე“... სინამდვილეში, ეს საღვთო სჯულის დარღვევაა; და მიუხედავად იმისა, რომ საღვთო სჯულს თავისუფლად ვეპყრობით, ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ურყევია, უცვლელი, მტკიცე და განკითხვის დღეს სრულად ამოქმედდება!
თემატური კითხვები
0