სულგრძელება - ციტატები, გამონათქვამები
„ლოცვასა განკრძალულ იყვენით“ (რომ. 12, 12). ლოცვას მოთმინება, შეუპოვრობა და სულგრძელობა სჭირდება.
ილოცე, რომ უფალმა მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრე გაგიმრავლოს, ამ საგანძურით კი სხვებსაც გაამდიდრებ.
ასე ვსწავლობთ ყველა განსაცდელში მოთმინება და სულგრძელობაა საჭირო, რომ მისი დასრულებისას ზუსტად გავარკვიოთ, თუ რა იმალებოდა მასში. ხშირად ისეთი განსაცდელი გვეძლევა, რომელსაც გარეგნულად არ ეტყობა, რომ რაიმე მაცხონებელს მალავს, შემდე... იხილეთ სრულად
მოთმინება, სულგრძელობა, კეთილგონიერება და კეთილგანწყობა გვმართებს, რომ გაიაროს განსაცდელმა. სიყვარული, თანადგომა, ძვირუხსენებლობა მოდიოდეს შენგან და ღმერთი ყველაფერს ისე მოაგვარებს, როგორც ჩვენს სულებს სჭირდება.
ადამიანების მიზეზით მოსული განსაცდელიც ღვთისგანაა, რომ შემწყნარებლობა, სულგრძელობა, თანაგრძნობა და მოთმინება ვისწავლოთ. ეს ღვთიური თვისებებია.
მხნე იყავი და გაძლიერდი განსაცდელების დროს, ჩემო დაიკო, და როგორც უდიდესი სულიერი თილისმა, შეიწყნარე მოთმინება და სულგრძელება. უფრო მეტად და მეტად გაძლიერდი, ჩემო დაიკო, გასაჭირებში, რამეთუ ნელ-ნელა წავალთ აქედან. გაზაფხული ახლოვდ... იხილეთ სრულად