ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
მხნე იყავი და გაძლიერდი განსაცდელების დროს, ჩემო დაიკო, და როგორც უდიდესი სულიერი თილისმა, შეიწყნარე
მხნე იყავი და გაძლიერდი განსაცდელების დროს, ჩემო დაიკო, და როგორც უდიდესი სულიერი თილისმა, შეიწყნარე მოთმინება და სულგრძელება. უფრო მეტად და მეტად გაძლიერდი, ჩემო დაიკო, გასაჭირებში, რამეთუ ნელ-ნელა წავალთ აქედან. გაზაფხული ახლოვდება, მწუხარებების ზამთარი ნელ-ნელა განქარდება და იმ ბუდეებს, რომლებიც განუწყვეტელი განსაცდელებითა და ჭირით ავიშენეთ, მალე დავიმკვიდრებთ. იქ აღარავინ შემოგვედავება, აღარავის შეშურდება, აღარავინ შეგვაწუხებს და აღარავინ იძიებს შურს.