შოთა რუსთაველი - ციტატები, ამონარიდები
მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია;
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.
ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.
რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,
მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი,
მან უამბოს რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:
სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.
საყვარლისა სიახლოვე მოშორვება გაამწარებს,
ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!
ბინდის გვარია სოფელი, ეს თურე ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!"
უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების,
განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.
რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.
"მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა,
ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა,
იგი იქმენ ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა;
ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა."