შურისძიება - ციტატები, გამონათქვამები
49. ყველას, ვისაც შეურაცხმყოფელისა არც შურს, არც ურისხდება, არც ძვირად იხსენიებს, ბოროტებაზე ბოროტებით არ პასუხობს, ჯერ კიდევ არ გააჩნია მისდამი სიყვარული, რამეთუ მას შეუძლია, მცნების თანახმად, სიყვარულის გარეშეც არ მიაგოს ბოროტებ... იხილეთ სრულად
ღმერთი სამართლიანია და ყველას დამსახურებისამებრ მიაგებს. ჩვენი შეურაცხმყოფელიც (და საერთოდ ნებისმიერი ბოროტმოქმედი) დაუსჯელი არ დარჩება, ოღონდ ამას ჩვენს ნაცვლად უფალი გააკეთებს; "ჩემია შურისგება" - ბრძანებს იგი.
რაც შეეხება მტერთან მიმართებაში ჩვენს დამოკიდებულებას, აქ განვითარების ოთხი საფეხური არსებობს: პირველი - შეურაცხმყოფელს შენც სათანადო პასუხს სცემ (რაც ძველაღთქმისეული ანგარიშსწორებაა, - "კბილი კბილისა წილ" და ახალი აღთქმისთვის მიუ... იხილეთ სრულად
შენდობა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც შურისგების ძალა შესწევს. ძლიერი ადამიანი ბოროტებას შურისგებით პასუხობს, უძლური კი - სიძულვილით. თუ შეგიძლია დარტყმაზე დარტყმით უპასუხო, მაგრამ თავს იკავებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუნდე. შენდობა... იხილეთ სრულად
677. რადგან ზოგიერთი ადამიანი გამოცდილია სასამართლო საქმეებში და მათ ეს იმდენად არ დააზიანებს, როგორც გამოუცდელთ, ამიტომ ხომ არ აჯობებს, გამოცდილი ადამიანების მეშვეობით წარვმართოთ ეს საქმე?
674. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა ბერს ჰკითხა: ჩემი ცოდვების გამო ჩემს სახლში ქურდები შემოვიდნენ, მაგრამ არაფერი წაუღიათ. ვიჩივლო თუ ყურადღების გარეშე დავტოვო ეს ამბავი?
მრისხანება და შურისძიება სუსტი სულის ვნებაა; ამიტომ ქალები მამაკაცებზე უფრო მრისხანენი და შურისმაძიებელნი არიან.
წყენისათვის შურისძიება ნიშნავს, საკუთარი თავი ჩვენივე მტრის დონეზე დავაყენოთ; ხოლო მიტევება - მასზე ამაღლებას.