image

თემა: რწმენა

მამებო, ძმებო და ჩემო სულიერო შვილებო! ჩენი სულიერი და ხორციელი არსებობის სიმაღლე და სიმდაბლე, სიკეთე და სიდუხჭირე, ნათელმოსილება და სიბნელე, ნაძრახობა და ქებულობა დამოკიდებულია ჩვენს მორწმუნეობაზე. თუ ქალი და კაცი განმსჭვალული ვიქნებით ცხოვრებაში ქრისტეს სიყვარულით და მისი მოძღვრების შეგნებით, თუ მთელი ჩვენი საზოგადოება გაღვივებული იქნება სახარების შინაარსით, ჩვენი მოქალაქეობაც, ჩვენი ცხოვრებაც გაშუქებული იქნება ერთი-მეორის სიყვარულით, ურთიერთისადმი ლმობიერებით, მაღალი ზნეობით, შეგნება-განათლებით, შრომა-გამრჯელობით; ჩვენს ცხოვრებაში გახშირდებიან წმინდა ევსტათის მსგავსი სულიერი გმირები, მტკიცე აზრის კაცები და ვერავითარი ძალმომრეობა, ვერავითარი უსამართლობა, ვერავითარი დევნა და შევიწროება ვერაფერს გვავნებს ვერც სულიერად და ვერც ხორციელად.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები