ავტორი:
წმ. დიმიტრი როსტოველი
თემა: გაღიზიანება, მრისხანება, ხელმძღვანელთა მოვალეობანი
ღვთისმიერი წინაგანგებულებით ისეა მოწყობილი, რომ დედა ფუტკარს შხამი არა აქვს; რადგან მას რომ ის ჰქონოდა, ყველა ფუტკარს მოკლავდა. აი, მაგალითი უფროსთათვის! უფროსისთვის სრულიად დაუშვებელია, თავდავიწყებამდე მიეცეს მრისხანებასა და გაღიზიანებას, რათა თავისი მრისხანე თავდასხმით ყველა ურჩი არ დაღუპოს.