image

თემა: თავისუფალი ნება,  ღვთის ნება,  შეურაცხყოფა

479. ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა და ის მას მართალი საქმეების კეთებას არ აიძულებს; ჰოდა, ამიხსენი ჩემო მამაო, ამის შემდეგ, რატომ ეხმარება ის შეურაცხყოფილს და, ამავე დროს: „შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი (ფსალ. 32. 10)? ილოცე ჩემთვის, რომ ეშმაკისეულ ურწმუნოებას გავექცე და ყურად ვიღო თქვენი სულიერი სწავლებები.
რადგან ღმერთმა ადამიანს თავისუფლება მიანიჭა, ამიტომ არ აიძულებს მას, რომ მან სიმართლის საქმეები აკეთოს. მაგრამ თუ ვინმეს შეურაცხყოფენ და ის ასეთი შეურაცხყოფისაგან გამოხსნის ღირსია, მაშინ ღმერთი შეურაცხმყოფელს ეწინააღმდეგება და ეს მას სიმართლეში არ ეთვლება, იმიტომ რომ ბოროტი ნება აქვს და ყველანაირი შეურაცხყოფისთვის მზადაა. ქალდეველებმაც შეურაცხყვეს აზარია და მისიანები, ჩაყარეს რა ცეცხლის ღუმელში, მაგრამ რადგან ჭაბუკები გამოხსნის ღირსნი იყვნენ, ამიტომ, რომ არ დაზიანებულიყვნენ, ღმერთმა შეიწყალა ისინი და ცეცხლი შეაკავა. მაგრამ, რადგან ქალდეველებს ბოროტი ნება ამოძრავებდათ, ამიტომ ჩვენ სიმართლეს მათ კი არ მივაწერთ, არამედ ღმერთს, - „რომელმან მის მოშიშთათვის განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი“ (ფსალ. 32.10), მაშასადამე, ღირსეულთათვის ბოროტება შეკავებული რომც იქნეს, შეურაცხმყოფელნი მაინც იმ ბოროტების შესაფერის საზღაურს მიიღებენ, რომელიც მათ ქმნეს. დაუკვირდი საკუთარ თავს, რომ ჭეშმარიტებისაგან არ გადაიხარო, რომელშიც დიდების ღმერთმა წმინდანთა ლოცვებით მოგიყვანა, ამინ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
28 მარტს არის ხსენება:
მოწამენი ფილექტიმონი, გორდიანე-გრიგორი და ცოლი მისი ანატოლია და შვილნი მათნი: თეოდოსია, სებასტიანე-მარიანე, რუსიანე და მარჩბივთა შვილთა მაისთა, მცველისა დიოსი და მისთანა რვათა მესაპყრობილეთა მცველთა, სხელიქიოსი და მისთანა ორნი კერპის ხელოვანნი, ათინოგენი, (234-244) (ძვ. სტ. 15 მარტს)