თემა: ვერცხლისმოყვარება, მომხვეჭელობა, სინდისი, სიცრუე
მტაცებლობა კი არ ამდიდრებს, კიდევ უფრო აღატაკებს.
ერთი ვაჭარი საქმეში ხელის მომართვისთვის ხშირად სესხულობდა ფულს წმიდა სპირიდონისგან; როდესაც ნავაჭრიდან ფულს უკან უბრუნებდა, წმიდა ბერი, ჩვეულებისამებრ, უბრძანებდა ხოლმე, ჩაედო იმ სკივრში, საიდანაც ამოიღო. მას მომხვეჭელობა არ უყვარდა, არც ცნობისმოყვარე იყო, სრულად აძლევდა თუ არა მოვალე ფულს.
წმიდანის ნებართვით, ვაჭარი ხშირად იღებდა და უბრუნებდა ოქროს - და უფალიც აკურთხებდა მის ვაჭრობას. მაგრამ ერთხელ ცდუნებას აყოლილმა ვაჭარმა მოტანილი ფული სკივრში არ ჩადო, წმიდა სპირიდონი მოატყუა და თანხა თავისთვის დაიტოვა. მაგრამ მალე ვაჭარი გაღატაკდა, რამეთუ დამალულმა ოქრომ არათუ მოგება არ მოუტანა, არამედ მისი მამულიც ცეცხლივით შთანთქა. ამ უკიდურეს გასაჭირში ვაჭარი კვლავ მივიდა ღირს სპირიდონთან და ოქროს სესხება სთხოვა. წმიდანმა, ჩვეულებისამებრ, თავის საძინებელში გაგზავნა, რათა თავად აეღო; მაგრამ რადგან მას იქ არაფერი ჩაუდია, მასში არც არაფერი აღმოჩნდა. ცარიელი ხელით უკან დაბრუნებულმა წმიდა სპირიდონს განუცხადა, რომ სკივრში არაფერი იდო.
-მას შენს გარდა სხვისი ხელი აქამდე არ შეხებია, - მშვიდად უპასუხა წმიდა ბერმა, - თუ მაშინ კიდობანში ფული მართლა ჩადე, ახლა მას კვლავ აიღებდი; ვერავისზე იწუწუნებ, ყველაფერში თავად ხარ დამნაშავე.
სირცხვილით თავზარდაცემული ვაჭარი წმიდა სპირიდონს ფეხებში ჩაუვარდა. წმიდანმა დაუყოვნებლივ შეუნდო, მაგრამ სახლში უკვე ფულით ვეღარ გაუშვა, რამეთუ არ გააჩნდა; ამის ნაცვლად დამაჯერებლად განსწავლა, სინდისს სიცრუით ნუ შეირყვნიდა