image

თემა: ღვთის მსჯავრი სასჯელი,  ერესი


„შენ გაიმარჯვე, გალილეველო!“

რომის იმპერიის ისტორია! - სისხლში გასვრილი ფურცლებით. უსასტიკესი კლასობრივი და შიდაკლასობრივი ბრძოლებით, ხოცვა-ჟლეტის თავაშვებული სერიებით მსოფლიო ბატონობისათვის. რომის იმპერია და ქრისტიანობის მდევნელი მისი უსასტიკესი იმპერატორები და მმართველები.
    თავდაპირველად ცრუ მოძღვრის, არიოზისა და ერეტიკოსის, ნესტორის შესახებ გიამბობთ:
    
    
    
შფოთისმოყვარე არიოზი

    არიანელთა ცრუ მოძღვრებამ ეკლესიაში დიდი შფოთი და მღელვარება შეიტანა. ამ შფოთის მოთავე იყო არიოზი, რომელიც, თავისი ცრუ სწავლების გამო, სამღვდელო პატივიდან მოჰკვეთეს. არიოზში სინანულის არავითარი გრძნობა არ იყო. პირიქით, ამის შემდეგ უდიდესი მზაკვრობით აღივსო. მან ყველა თავისი სწავლება ერთ დიდ გრაგნილზე დასწერა, გულზე შემოიხვია და კრებაზე, რომელზეც მისი ცრუ სწავლება იხილებოდა, ასე წარსდგა.
    როდესაც პატრიარქმა მელეტი ანტიოქიელმა ჰკითხა: გწამს თუ არა ჭეშმარიტი ეკლესიის სწავლებაო, ცბიერმა არიოზმა გულზე ხელი დაიდო და დაიძახა: ასე მწამსო.
    კრების მონაწილე მამებმა, რომლებმაც ასეთი აღიარება მოისმინეს, ჩათვალეს, რომ არიოზმა ცრუ სწავლება დაგმო და ჭეშმარიტება აღიარაო. ამიტომ გადაწყდა მისი სამღვდელო პატივში დაბრუნება.
    მაგრამ, ის, რაც დაფარულია კაცთაგან, დაუფარავია ღმერთისთვის, რადგან იგია გულთამხილავი და ყოვლისმცოდნე.
    აი, დადგა დღე საღმრთო ლიტურღიისა. ტაძარში მიმავალმა მზაკვარმა არიოზმა მუცელში მოულოდნელი გვრემა იგრძნო და საპირფარეშოში შევიდა.
    დაგვიანებულს მხლებლებმა მიაკითხეს და საშინელება იხილეს, - არიოზი მიწაზე ეგდო, მუცლიდან გადმოყრილი ნაწლავები აქა-იქ იყო მიმოფანტული, ირგვლივ კი საშინელი სუნი იდგა.
    არიოზს ისეთივე აღსასრული ეწვია, როგორც იესუ ქრისტეს გამცემ და მოღალატე იუდა ისკარიოტელს.
    ასე დასაჯა უფალმა ეკლესიაში შფოთის შემტანი და ცრუ სწავლების მოძღვარი არიოზი. ამით არიანელებიც დამარცხდნენ (381 წელი).
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები