ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: განკითხვა, მრისხანება
რაოდენი არიან ესრეთნი პირნი ჩვენ შორის, რომელნი მრისხანითა სახითა და ფიცხელთა სიტყვათა შინა განიკითხავენ მოყვასთა თვისთა; გაიგონებ რა, იფიქრებ: ამაზედ უმჯობესი კაცი არ არისო, ამას ყოველი ცუდი საქმე ეძაგებაო; გარნა ვინ იცის, იქმნება მას არ ჰქონდა შემთხვევა, თორემ პირველი იგივე აღასრულებდა იმ საქმეს, რომელსაცა ეგრეთ განიკითხავს. მაგალითებრ, რავდენი იქმნება ჩვენ შორის ისრეთი პირი, რომ, როდესაც შემთხვევა არა აქვს და არ შეუძლიან ქრთამის აღება, მაშინ გულმოსული და გაფიცხებული სწყევლის ქრთამსა და ქრთამის ამღებსა, გარნა, როდესაც მიეცა შემთხვევა, თითონ სხვაზედ უარესად იწყებს ქრთამის აღებასა.