ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
თემა: ცოდვა
484. რას ადარებენ წმ. მამები მომაკვდინებელ და არამომაკვდინებელ ცოდვებს?
წმ. მამებმა მომაკვდინებელი ცოდვა მძიმე ლოდს შეადარეს, არამომაკვდინებელი კი – კენჭს. ადამიანს კისერზე ლოდი რომ ჩამოვკიდოთ და წყალში ჩავაგდოთ, დაიხრჩობა. ასევე, ერთი მომაკვდინებელი ცოდვაც კმარა, რომ სული ჯოჯოხეთის უფსკრულში გადაეშვას. კენჭი კი მძიმე არ არის. არამომაკვდინებელი ცოდვაც, თუ დროულად მივხედავთ საკუთარ თავს და მოვინანიებთ მას, დაკნინებული და შევედრებულია და ვერ შეცვლის ჩვენი სულის საბოლოო ხვედრს.
485. როგორ ვნებს სულს მრავალრიცხოვანი არამომაკვდინებელი ცოდვა?
მრავალრიცხოვანი არამომაკვდინებელი ცოდვა ისევე ბილწავს სულს, როგორც – მომაკვდინებელი. კაცს თუ კენჭებით სავსე ტომარას ჩამოვკიდებთ ყელზე და წყალში ჩავაგდებთ, ისევე დაიხრჩობა, როგორც კისერზე ლოდჩამოკიდებული.
image
 


15 ივლისს (ძვ. სტილით: 2 ივლისს) არის ხსენება:
 
0_28