ერთობა, ერთსულოვნება - ციტატები, გამონათქვამები
ერთობა, ერთსულოვნება - ციტატები, გამონათქვამები ერთობა, ერთსულოვნება, გამონათქვამები
ჩვენს ეროვნულ ერთიანობაში, ერისა და ეკლესიის ერთიანობაშია სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის წყარო, და მხოლოდ ასეთ ერთიანობას შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი დიდი მომავალი.
თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.
წმიდა სამების მშენებარე ტაძარი არის ღვთისაგან მონიჭებული წყალობა და ამავე დროს ნიშანი ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღდგინებისა. თუ გავიხსენებთ წარსულს, დავინახავთ, რომ სვეტიცხოვლისა და მასთან ერთად ბაგრატის, ალავერდის, იშხნისა და ბ... იხილეთ სრულად
მართლმადიდებლობა მშვიდობასა და ერთობას გვასწავლის. მშვიდობისა და ერთობისკენ მიმავალი გზა ციცაბოა და რთული. მშვიდობის ჰანგი მონოტონური არ არის, იგი ჰარმონიულია. ერთობა არა დაუძლურებას, არამედ გაძლიერებას ნიშნავს. მშვიდობა და ერთობა... იხილეთ სრულად
ეკლესიის ერთიანობასთან ორგანულადაა დაკავშირებული ეკლესიის სიწმიდე. როგორც ცნობილია, ცოდვა არის მიზეზი დაყოფისა. ცოდვის დათრგუნვა, უპირველესად ყოვლისა, თავად ადამიანს ამთლიანებს, მას ღმერთსა და მოყვასთან აკავშირებს.