ნიჭი, ტალანტი - ციტატები, გამონათქვამები
ნიჭი, ტალანტი - ციტატები, გამონათქვამები ნიჭი, ტალანტი, გამონათქვამები, ციტატები
თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა ნიჭი აქვს ბოძებული უფლისაგან და იგი ღვთისა და ქვეყნის სამსახურისათვის უნდა გამოვიყენოთ.
იღვაწე და იბრძოლე სიცოცხლისათვის, მარადიული სიცოცხლისათვის; ღვთისგან შენთვის ბოძებული შესაძლებლობების გამოვლენისა და აღორძინებისთვის
თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული, ჩვენია მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარვმართოთ.
ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეჰხარის თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, ღმერთი კი ... იხილეთ სრულად
ყოველ ერს, ისევე როგორც ცალკეულ პიროვნებას, ღმრთისაგან სხვადასხვა მადლი და ნიჭი აქვს ბოძებული და მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებს მათ. ქართველმა კაცმა სიყვარულის ნიჭი განავითარა.
ღმერთი სრულყოფილია, ჩვენც გვმართებს, მუდამ ვისწრაფვოდეთ სრულყოფილებისაკენ და ვცდილობდეთ იმ ნიჭის სრულად გამოვლენას, რაც უფლისაგან მოგვეცა; იქნება ეს: მიწათმოქმედება, სხვა ფიზიკური შრომის უნარი, სწავლა, მეცნიერული აზროვნება, ხელოვნ... იხილეთ სრულად
ბავშვში თავიდანვე ჩათესილია უფლის სიმდიდრე. წარმოიდგინეთ თასი, რომელშიც უფალმა ჩააწყო თავისი ყველა კარგი თვისება. ამ თასს სჭირდება მორწყვა, სწორი მორწყვის წესებით. რასაც აკეთებს კარგი აღმზრდელი