164. ღმერთს ცნობს და ღვთის მიერ იცნობა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს ყოვლითურთ განუყრელი იყოს ღვთისგან, ხოლო ღვთისგან განუყრელი ის ადამიანი ხდება, რომელიც არის ყოველგვარად კეთილი და ყველა სიამოვნების მომთოკველი, თუმცა არა ამათი მოხვეჭის ვერშემძლეობის გამო, არამედ საკუთარი ნებისა და თავშეკავების წყალობით.
როდესაც სულიერი ადამიანი აღშფოთებული მიილტვის, დაიცვას საკუთარი თავი რაიმე პირად საკითხთან დაკავშირებით, ეს მთლიანად ეგოისტურია, ეს ეშმაკის მოქმედებაა. ასეთი ადამიანი გარედანვე ემორჩილება ეშმაკის ზემოქმედებას. თუ ვინმეს აწყენინებენ ან ვინმეს დასცინიან, მას უნდა იცავდნენ სხვები; სამართლიანობის გამო დაიცვან და არა პირადი სარგებლობისთვის.
ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გულს ვერ ფლობენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ საკუთარი ენის ფლობა. ადამიანები, რომლებიც საკუთარ გულში მშვიდობას ვერ ინარჩუნებენ, ვერ შეინარჩუნებენ მას სახელმწიფოში. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში მშვიდობას ვერ ხედავენ, სამყაროში თავიანთ ადგილს ვერ დაინახავენ. ადამიანებს, რომლებიც სხვის ტკივილს ვერ გაიზიარებენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ შეიგრძნონ სხვისი ბედნიერების სიხარული
119. სულის უგრძნობლობა და სისულელე უმეცრებაა ღვთისა, რადგან ბოროტება სწორედ უმეცრებისგან იშვება, ხოლო სიკეთე ღვთისმცოდნეობისგან შთაარსდება ადამიანებში და აცხოვნებს სულს. ამიტომ, თუ იმას ეცდები, რომ არ შეისრულო შენი სურვილები, როგორც მღვიძარემ და ღვთის შემცნობმა, სათნოებათა მიმართ გექნება გონება, მაგრამ თუ დაეშურები იმას, რომ შენი უკეთური სურვილები სიამტკბილობით შეისრულო, ღვთის უმეცრებით მთვრალი წარწყმდები როგორც პირუტყვი, არ ფიქრობ რა იმ გასაჭირზე, სიკვდილის შემდეგ რომ შეგემთხვევა.
კანონად გქონეთ: 1) ყოველ წუთს უსიამოვნებას ელოდეთ და როცა ის მოვა, სასურველი სტუმარივით მიიღეთ; 2) თუ რაიმე თქვენი ნებს საწინააღმდეგოდ, თქვენს დასამწუხრებლად და გასარიზიანებლად ხდება, სწრაფად გაიქეცით ყურადღებით გულში და ეცადეთ არ დაუშვათ ამ გრძნობების აღორძინება, ძალ-ღონე მოიკრიბეთ და ილოცეთ. თუ გრძნობას გაჩენის საშუალებას არ მისცემთ, ყევლაფერი ამით დამთავრდებ, რამეთუ ყველაფერი გრძნობებისგანაა; ეცადეთ არაფერი ილაპარაკოთ და გააკეთოთ, სანამ ამ გრძნობებს არ გააძევებთ; თუ ეს არ ხერხდება, ეცადეთ გრძნობების გამოხატვის გარეშე ილაპარაკოთ და იმოქმედოთ, მცნებები არ დაარღვიოთდა ღმერთს სათნო ეყავით, მშვიდად და წყნარად - თითქოს არაფერი მომხდარიყოს; 3) ნურასოდეს ნუ გექნებათ იმედი, ვითომ ეს უსიამოვნებები ოდესმე დაგეხსნებიან, ამიტომ სიცოცხლის ბოლომდე მათ ელოდეთ. ნუ დაივიწყებთ ამას! თუ ამას ვერ შესძლებთ, მოთმინებას ვერ შეიძენთ; 4) ყველაფერთან ერთად გახსოვდეთ, რომ მოსიყვარულე გამოხედვა გქონდეტ, მოსიყვარულე ხმის ტონი, მოსიყვარულე მიმართვა და, რაც მთავარია, ყველანაირად ეცადეთ, ვინმეს არ აგრძნობინოთ მისი უსამართლობა. მოექეცით ისე, თითქოს მას არ უწყენინებია... მიეჩვიეთ ღვთის ხსოვნას და მუდმივად შინარჩუნეთ იგი.