აბბა ისაია განდეგილი - ციტატები, ამონარიდები
როცა სხეულს გაეყრები, მაშინ ინანებ, რომ ამდენს ზრუნავდი იმაზე, რასაც შენთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს.
თუ ზრახვა შენი ძმის შესახებ რაიმე ცუდის სათქმელად გიბიძგებს, დაფიქრდი, რაოდენ საშიშია ეს შენი სულისთვის, ღვთისთვის კი - საძაგელია - და დამშვიდდები.
ვიდრე სულ პატარა ცოდვას მაინც ემორჩილები, მანამდე საკუთარ თავს ვნებებისაგან თავისუფლად ნუ ჩათვლი.
ვიდრე სხეულში ხარ, ნუ იქნები უდარდელი და ნუ ენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ხანდახან თავს ვნებებისაგან განთავისუფლებულად გრძნობდე.
ვინც მცირეში მარცხდება, ის დიდშიც დამარცხდება, ხოლო ვინც მცირეს დაამარცხებს, ის დიდსაც მოერევა.