ისეც მომხდარა, რომ მრავალნი კარგავდნენ სრულყოფილებას უდაბნოში, როგორც არ უნდა მადლმოსილი იყოს იგი ცხონებისათვის; ამავე დროს სხვები მას ერში ცხოვრებითაც ინარჩუნებდნენ. ლოთმა უდაბნოში დაკარგა ის უბიწოება, რომელიც გარყვნილ ქალაქში შეინარჩუნა.
საკუთარი თავის სუფთად და შეურყვნელად შენახვას განუწყვეტელი განსაცდელებისა და ცოდვათა საცდურისაგან ისეთივე ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც მეუდაბნოის მოსაგრე ცხოვრებას, მითუმეტეს, რომ წუთისოფელში კეთილი მაგალითი განსაკუთრებით მოქმედებს ერში მცხოვრებლებზე.