
ბერმონაზვები მოწინააღმდეგე ძალებს ისე ებრძვიან, ვითარცა მტრებს, ხოლო უდაბნოში მცხოვრებნი კი, ვითარცა ლომებსა და ჯიქებს
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ბერმონაზვები მოწინააღმდეგე ძალებს ისე ებრძვიან, ვითარცა მტრებს, ხოლო უდაბნოში მცხოვრებნი კი, ვითარცა ლომებსა და ჯიქებს
როგორც უდაბნოში მხოლოდ გარეგნული მყოფობა ვერავის გადაარჩენს, ასევე ვერავის დაღუპავს ამ სოფელში მხოლოდ გარეგნული ცხოვრება.
ადამიანს ადგილი კი არ აცხოვნებს, არამედ - საქციელი. ჩვენი წინაპარი ადამი სამოთხეში დაეცა, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც დაიცვა თავი.
უდაბნოში განმარტოებული არ უნდა ნანობდეს სოფელზე, რომელიც მან დატოვა; ერში ცხონებისთვის მოწოდებული კი არ უნდა ამბობდეს, რომ აქ ცხონება შეუძლებელია.
ისეც მომხდარა, რომ მრავალნი კარგავდნენ სრულყოფილებას უდაბნოში, როგორც არ უნდა მადლმოსილი იყოს იგი ცხონებისათვის; ამავე დროს სხვები მას ერში ცხოვრებითაც ინარჩუნებდნენ. ლოთმა უდაბნოში დაკარგა ის უბიწოება, რომელიც გარყვნილ ქალაქში შე... იხილეთ სრულად
როდესაც ჩვენ უფლისათვის ვტოვებთ სახლსა და ნათესავებს და ღვთისადმი სიყვარულით განდეგილურ ცხოვრებას მივეცემით, მაშინ ეშმაკები ცდილობენ სიზმრებით აღგვაშფოთონ. წარმოგვიდგენენ ჩვენს ახლობლებს, ჩვენს გამო მგლოვიარეებს, ან დატყვევებულებს... იხილეთ სრულად
საკუთარი თავის სუფთად და შეურყვნელად შენახვას განუწყვეტელი განსაცდელებისა და ცოდვათა საცდურისაგან ისეთივე ფასი აქვს ღვთის თვალში, როგორც მეუდაბნოის მოსაგრე ცხოვრებას, მითუმეტეს, რომ წუთისოფელში კეთილი მაგალითი განსაკუთრებით მოქმედ... იხილეთ სრულად
უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან. ... იხილეთ სრულად
როცა აღმოსავლური ეკლესიის წმინდა მამებმა, განსაკუთრებით მეუდაბნოვეებმა, სულიერი ვარჯიშების სიმაღლეს მიაღწიეს, მაშინ ყველა ეს ვარჯიშები მხოლოდ ერთს - სინანულს ერწყმოდა. მათი ცხოვრება და მოღვაწეობა მთლიანად სინანულს წარმოადგენდა, რა... იხილეთ სრულად
942. სად ეზიარებოდნენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ის განდეგილი ბერები, რომლებიც მთელი თავიანთი ცხოვრება უდაბნოში იყვნენ განმარტოებულნი?