 
													
							უფალი ამბობს: „რომელსა უნდეს... პირველ ყოფა, იყოს ყოველთა მონა“ (მარკ. 10, 44) და თუ უმანკოებითა და სიწრფოებით პატარა ბავშვს არ დავემსგავსებით, ცათა სასუფეველში ვერ შევალთ.							
							
					 
										
 
						 
													
							უფალი ამბობს: „რომელსა უნდეს... პირველ ყოფა, იყოს ყოველთა მონა“ (მარკ. 10, 44) და თუ უმანკოებითა და სიწრფოებით პატარა ბავშვს არ დავემსგავსებით, ცათა სასუფეველში ვერ შევალთ.							
							
					 
										
 
													
							იყავით გულწრფელნი თქვენს ყველა მოქმედებასა და სიტყვაში. ნუ იცრუებთ, სიმართლე ილაპარაკეთ.							
							
					 
										
 
													
							მორჩილება დიდი გულწრფელობით უნდა მოვიმუშაკოთ, სხვაგვარად რაიმე წარმატებას მონაზვნურ გზაზე ვერ მივაღწევთ.							
							
					 
										
 
													
							სინდისს გაუფრთხილდი; საქმეში გულწრფელი იყავი, ისე კი არა, რომ ენა ერთს ამბობდეს და გული სხვას; სიმართლე გიყვარდეს. სინდისის მხილების გეშინოდეს. შინაგანი ადამიანი გამოასწორე, რომ ბოლოს ფუჭად არ ინანო.							
							
					 
										
 
													არ მინდა თვალთმაქცი იყო. ყველაზე მეტად გულწრფელობა და პირდაპირობა მიყვარს. ჩემი შვილებისთვისაც ამას ვისურვებდი. თქვი ნამდვილი აღსარება. ისმინე და დაიჯერე, რასაც სულიერი დედა გეტყვის. თუკი მის ნათქვამს სარწმუნოებით არ მიიღებ, შე... იხილეთ სრულად
 
													
							ეცადეთ, გულწრფელი იყოს თქვენი სიტყვა და საქმე, განსაკუთრებით კი აღსარება, რადგან ღმერთი „გულსა და თირკმელს გამოიკვლევს“ (ფსალმ. 7, 9); მისი დაუძინებელი თვალისთვის დაფარული არაფერია.							
							
					 
										
 
													
							სიწრფოებითა და სარწმუნოებით ვთავისუფლდებით უბოროტესი გონებაგაფანტულობისგან, რომელიც სულიწმიდის კეთილი თესლის განმხრწნელია. ყველაფერი ჩვენი რწმენის შესაბამისად ხდება; რასაც ვთესავთ, იმასვე ვიმკით,							
							
					 
										
 
													
							ძმაო, დაე, ვიბრძოლოთ; ბავშვებივით წრფელნი და გულახდილნი ვიყოთ, როგორც თქვა მაცხოვარმა: „უკუეთუ... არა იქმნეთ ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათ. 18, 3).							
							
					 
										
 
													თუ რაიმე გიმძიმებთ სინდისს, აუცილებლად განიწმინდეთ იგი გულწრფელი მონანიებით. მოუნანიებელი მომაკვდინებელი ცოდვა არამარტო ჯოჯოხეთისკენ უმზადებს სულს გზას, არამედ სიცოცხლეშივე გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანზე. წმინდა მამა ბარსანოფ... იხილეთ სრულად
 
													შეინანეთ! მოიკვეთეთ არა მარტო აშკარა ცოდვა – კაცისკვლა, პარვა, მრუშობა, ცილისწამება, ტყუილი, არამედ განაგდეთ დამღუპველი შექცევა, ხორციელი ტკბობა, არაწმინდა ოცნებები, უსჯულო ზრახვები: შეინანეთ ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, რასაც ს... იხილეთ სრულად