იოსებ ათონელი (ისიხასტი)

მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რომ გონებით ლოცვას დემონები უმხედრდებიან და წინ ეღობებიან. ისინი

მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რომ გონებით ლოცვას დემონები უმხედრდებიან და წინ ეღობებიან. ისინი ცდილობენ, ადამიანს გონება გაუფანტონ, რომ ამაოდ ილოცონ; საბრალო ადამიანის გონებას მრავალ სხვადასხვა აზრს ახვევენ, რათა წარიტაცონ ნაყოფი ლოცვისა და მლოცველს მხოლოდ ფოთლები – ხორციელი შრომა და ძალისხმევა მიუგდონ.

    ამიტომ კეთილად ლოცვის მსურველს მართებს ლოცვის აღვლენამდე განაგდოს ყოველი საზრუნავი და გულისსიტყვა. დაე, გონება ზედამხედველად დააყენოს, რომ მან თვალი ადევნოს წარმოთქმულ სიტყვებს, რათა ლოცვა საღმრთო შემწეობისა და მადლის ნაყოფისმომცემელ წყაროდ ექცეს.

    როგორც მამები ამბობენ, წმიდა ლოცვას ყოველთვის წინ აღუდგება სატანა, როგორც ქარი და კლდე, რადგან ლოცვა მას ამწარებს და ბუგავს.

 
თემატური კითხვები
0