იოსებ ათონელი (ისიხასტი)

შვილნო ჩემნო, ღვთისადმი სიყვარულის გამო გთხოვთ, წამითაც არ შეწყვიტოთ ლოცვა, დაე, ბაგენი თქვენნი

შვილნო ჩემნო, ღვთისადმი სიყვარულის გამო გთხოვთ, წამითაც არ შეწყვიტოთ ლოცვა, დაე, ბაგენი თქვენნი გამუდმებით ჩურჩულებდნენ იესოს სახელს – იგია ეშმაკის დამთრგუნველი და მისი ყველა ხრიკის დამარღვეველი. მოუკლებლად უხმობდეთ შემწეობისთვის ქრისტეს და ისიც მეყსეულად, მთელი გულმოდგინებით გამოეშურება თქვენს დასახმარებლად.
    როგორც გავარვარებულ რკინას ვერ მიუახლოვდები და შეეხები, ასევე ვერ გაეკარებიან დემონები სულს, რომელიც იესო ქრისტეს ლოცვით არის გამთბარი. მასთან მიახლოებისას მათ დაწვავს ღვთაებრივი ცეცხლი – სახელი ღვთისა.
    მლოცველი ნათელს ეზიარება, ვინც არ ლოცულობს – გონება ებინდება. ლოცვა
    მომწოდებელია საღმრთო ნათლისა. ამიტომ, ყოველ კეთილად მლოცველ ადამიანს განანათლებს და მასში სულიწმიდა იმკვიდრებს.
    თუ სასოწარკვეთილება, გულგრილობა, მცონარება და მსგავსი რამ მოგვიახლოვდება, ვილოცოთ მოშიშებით, ტკივილით და გონების სიფხიზლით და საღმრთო მადლის წყალობით სასწაულებრივად მოგვეცემა სასოება და სიხარული. შეუძლებელია, მლოცველმა ადამიანმა ვინმეს მიმართ ბოროტი ჩაიდოს გულში, არ მიუტეოს რაიმე შეცდომა. ეს ყველაფერი ერთიანად იბუგება, როდესაც ადამიანი იესოს ლოცვის ცეცხლს მიეახლება.
 
თემატური კითხვები
0