ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ამპარტავნება
მწერთ, ჩემს სულიერ მამას ვესაუბრე და ბევრი რამ ვუთხარიო საკუთარ თავზე, მან კი პირდაპირ მითხრა, ამპარტავანი და ცუდმედიდი ხარო. სრულიადაც არა ვარ ამპარტავანი, მაგრამ დაჩაგრულის თამაშს და კუდის ქიცინს ვერ ვიტან მეთქი, ვუთხარი... ყოჩაღ, მშვენივრად გაგიციათ პასუხი! დაე, იცოდნენ, ვისთან აქვთ საქმე. შეხედე ერთი რა უთქვამს?! თანაც პირდაპირ! ახლა კი მეც დაგიმატებთ: სწორედ თქვენი შეპასუხებაა საუკეთესო დასტური იმისა, რომ ამპარტავანი ხართ. ეს შეპასუხება სიმდაბლის ნაყოფი როდი გახლავთ. ან კი, რატომ უნდა შეწინააღმდეგებოდით ასეთ განაჩენს?! თუ ეს არ იყო სიმართლე, ვერც ვერაფერს დაგაკლებდათ, ხოლო თუ სიმართლეა, თქვენ კი მას თვალს არიდებთ, მაშინ დიდი ზიანის მოყენება შეუძლია, რადგან, რაკიღა არ აღიარებთ თქვენს ნაკლს,არც მის გამოსწორებას ეცდებით და ისიც სამუდამოდ დაიმკვიდრებს თქვენს სულში. თქვენთვისვე იქნება უმჯობესი, თუ ამ დროს შეპასუხებას კი არ დაიწყებთ, არამედ საკუთარ თავს გამოიკვლევთ და იმის მოძებნას შეუდგებით, მართლა ხომ არ არის თქვენში ეს უკიდურესად ბოროტი შხამი. ამას წინათ აპირებდით ღვთისათვის იმის თხოვნას, გაეხსნა, თუ რას წარმოადგენთ თავად, ჰოდა, ღმერთმა გაგაგებინათ, თქვენ კი პირს იბრუნებთ მისგან. როგორც ჩანს, იმას უფრო ელოდით, რომ უფალი დაგანახებდათ, თუ როგორი კარგი და მშვენიერი ხართ. არა, ამაოდ ელით ამას! ეს შემთხვევა თქვენს ლოცვასა და თხოვნაზე უფლის პირდაპირი პასუხი იყო. კეთილიინებეთ და უფლის ამ მითითებას ახლა თქვენი შრმაც დაურთეთ. უფრო მკაცრად ჩაუკვირდით საკუთარ თავს. დადექით გულის კარებთან და დაუკვირდით, როგორი აზრები გამოდის იქიდან, მერე კი ამ აზრების თვისებებიც განსაჯეთ. თუ ოდნავ მაინც იგრძენით ამპარტავნების სუნი, მაშასადამე, ეს ვნება გულში დაგბუდებიათ და იქიდან უშვებს საცეცებს.
ეს თქვენთვის, ცოტა არ იყოს უჩვეულო საქმიანობა, ცოტა მაინც რომ გაიადვილოთ, გადახედეთ როგორი ნიშნებით ხასიათდება საერთოდ ამპარტავნება და ამის მიხედვით ამხილეთ თავი. ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ იოანე კიბისაღმწერელთან, კასიანე რომაელთან, ნილოს სორელთან, მართლმადიდებლურ კატეხიზმოში. ამ წიგნებს მონასტერში ნახავთ, სანამ თავად შეიძენდეთ. ამპარტავნების ყველა ნიშანი შეისწავლეთ და დაუკვირდით, ხომ არა გაქვს ისინი საკუთარ თავში. რომელიმე მათგანიც რომ გამოვლინდეს თუნდაც ხანდახან, იცოდეთ, რომ ამპარტავნებას დაუბუდებია თქვენში და მისი აღმოფხვრა გმართებთ.
თქვენ მწერდით, რომ ოდესღაც გწყუროდათ შეურაცხყოფა და დამცირება. ეს სიმდაბლის ნიშანი იყო. ახლა კი გითხრეს ამპარტავანი ხარო და მაშინვე შეურაცხყოფილად იგრძენით თავი, შეპასუხება იწყეთ, ზურგი აქციეთ მას, ვინც მხილება გაგიბედათ. ხომ არ არის ეს პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ არა გაქვთ სიმდაბლე, ანდა გქონიათ და დაკარგეთ. ამ შემთხვევაში ეს ასე ჩანს. ვისაც უნდა შეურაცხყოფის დათმენა, რამდენიც უნდა ურტყან, მაინც არ ჰყოფნის. მდაბალი ადამიანი ყოველთვის ფიქრობს, რომ ყოველგვარი დამცირება ცოტაა მისთვის. მწერთ, ამიხსენით, რაში მდგომარეობს ჩემი ამპარტავნებაო. მაგრამ ზოგჯერ ეს ვნება არ შეიმჩნევა, არსებობა კი იგრძნობა, თუმცა განსაზღვრა და ხელის ჩავლება ძალიან ჭირს. კეთილი ინებეთ და თვითონვე გაარკვიეთ, რაში მდგომარეობს თქვენი ამპარტავნება. იმისი კი, ვინც ეს დაგანახათ, მადლიერება გმართებთ, საკუთარი თავის შეცნობისაკენ რომ მიყავხართ.
ამას წინათ გწერდით, ლოცვისას შეეცადეთ იმ შეგრძნებით ლოცვას, თითქოსდა მსჯავრდებული იყოთ და სიკვდილი გელოდეთ მეთქი. თქვენ კი ამაზე პროტესტს გამოთქვამთ. ხედავთ, პროტესტი რა ხშირად წამოგცდებათ ხოლმე?! ეს მაიძულებს გითხრათ, რომ სულით პროტესტანტი ხართ. ახლა, ალბათ, იმასაც იტყვით, ჩემი მოძღვარივით თქვენც ჩემი წინააღმდეგი ხართო. მე არც წინააღმდეგი ვარ და არც მომხრე, ჩემი ასეთი განწყობით მხოლოდ მსურს გიბიძგოთ საკუთარ თავში ჩაღრმავებისაკენ. კიდევ გიმეორებთ, არაფერს გავნებთ, თუ იმას მოგაწერენ, რაც არა ხართ. ხოლო თუ დაუკვირდებით და იპოვით ამის მსგავს რაიმეს, ეს დიდ სიკეთეს მოგიტანთ. ესეც იცოდეთ, რომ ღვთის განგება ადამიანთან დაკავშირებით ისე წარმართავს თავის მოქმედებას, რომ თქვენს "მე"-ს მიწასთან ასწორებს. ცხადია, იგივე ხდება თქვენს თავზეც. მადლობა შესწირეთ უფალს, რომ მისადმი თქვენი შედგომის პირველ ხანებშივე ასეთი მხსნელი გაკვეთილი გაგემათ. კეთილი ინებეთ, კარგად განსაჯეთ და დაისწავლეთ ეს გაკვეთილი