პაისი მთაწმინდელი
თემა: მადლი

აუცილებელია მოღვაწებრივი სული, სიმდაბლე, ღვთისმოსაობა, მსხვერპლშეწირვა. თუ სულიწმიდის მადლი არა

აუცილებელია მოღვაწებრივი სული, სიმდაბლე, ღვთისმოსაობა, მსხვერპლშეწირვა. თუ სულიწმიდის მადლი არა აქვს, ადამიანი სრულიად უვარგისია. სულიწმიდა არის სინათლე – საღმრთო სინათლე. ამაშია ყველაფრის საფუძველი. თუ ადამიანი ვერ ხედავს, ის შესაძლოა, მინას შეასკდეს, ფლატედან გადავარდეს, სიბინძურით სავსე ორმოში, ან სულაც უფსკრულში ჩავარდეს, მან არ იცის, საით მიდის, იმიტომ, რომ სინათლეს მოკლებულია. მაგრამ თუ იგი მცირეოდენს ხედავს, მაშინ გაფრთხილდება მაინც. ხოლო თუ კარგად ხედავს, ის ყველა ამ საფრთხეს თავს არიდებს და უსაფრთხო გზით მიდის. იმისათვის, რომ სინათლე მოვიდეს, წყვდიადიდან გამოსვლის სურვილი უნდა გვქონდეს. თუკი ადამიანები დაინახავენ, თუნდაც – რამდენადმე ბუნდოვნად, ისინი უკვე აღარ დაეცემიან და ღმერთს აღარ გააწყრობენ. თუ რომელიმე მიწიერი მამა წყრება, როდესაც მისი შვილები ჭუჭყში, ეკლებში ან სიმაღლიდან ვარდებიან, მაშ, რამდენად მეტად გაწყრება ღმერთი?!
 
0